უახლესი ამბები

გერმანიის საფეხბურთო ნაკრები ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია

14 07 2014 | ავტორი: admin
გერმანიის საფეხბურთო ნაკრები ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია
საზოგადოება
0

მარაკანას სტადიონზე შეკრებილმა 74738-მა გულშემატკივარმა საოცრად დაძაბული მატჩი იხილა. მთელი თამაშის მანძილზე ორივე გუნდის კართან იქმნებოდა სახიფათო მომენტები. თუმცა ამ დღეს ფორტუნა გერმანიის მხარეს აღმოჩნდა.

გერმანიის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დამატებით დროში, 113 წუთზე გატანილი გოლით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა. გამარჯვების გოლის ავტორი მარიო გეცე აღმოჩნდა, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გულშემატკივართა ერთი ნაწილი ძალიან გახარებული, ხოლო მეორე ნაწილი დამწუხრებული და თვალცრემლიანი იყო.

მატჩს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის დელეგაციებთან ერთად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც ესწრებოდა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ნაკრების გამარჯვებით განცდილ სიხარულსა ბედნიერებას ვერ მალავდა.

გერმანია ამ გამარჯვებით პირველი ევროპული გუნდი გახდა რომელმაც ამერიკის კონტინენტიდან თასი წამოიღო.