უახლესი ამბები

საქართველოს ხვალ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

22 04 2014 | ავტორი: admin
საქართველოს ხვალ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
საქართველო და გარესამყარო
0

23-24 აპრილს, თბილისში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები გაიმართება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის და ლორან ფაბიუსის ვიზიტი საქართველოში ადრეც იყო დაგეგმილი, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო გადაიდო.

„ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, რომელთა ქვეყნებსაც მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით ევროკავშირში. ამიტომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ და ნატო-ს სამიტის წინ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლას დამატებითი დატვირთვა ექნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება ვიზიტს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხვალ ეწვევა, თუმცა ოფიციალური შეხვედრები 24 აპრილს გაიმართება. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი და ლორან ფაბიუსი ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს.