უახლესი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

14 07 2014 | ავტორი: admin
საქართველოს პრეზიდენტი ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ეკონომიკა
0

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ მიურეი მაკ-კოლს შეხვდა.

ქვეყნის პირველმა პირმა მიურეი მაკ-კოლს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და წყნარი ოკეანის რეგიონში არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.

პრეზიდენტმა აქვე მადლიერებით აღნიშნა, რომ ახალმა ზელანდიამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას დევნილთა და ლტოლვილთა შესახებ. შეხვედრის დროს აგრეთვე განიხილეს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ტურისტულ და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ეკონომიკური აქტივობის ინტენსიფიკაცია ძალზე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მათი განცხადებით, საქართველომ და ახალმა ზელანდიამ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა განახორციელონ შესაბამისი პროექტები.

ქართულმა და ახალზელანდიურმა მხარეებმა ყურადღება სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთობებზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ახალი ზელანდიის მდიდარი გამოცდილების გაზიარება.