უახლესი ამბები

ირაკლი ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა

23 04 2014 | ავტორი: admin
ირაკლი ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა
პოლიტიკა
0

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„მიხეილ სააკაშვილს ჩვევაში აქვს, რომ თავისებურად აღიქვას და ინტერპრეტაცია გაუკეთოს სხვადასხვა საკითხებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეცდომაში განზრახ შეიყვანა საზოგადოება, თითქოს თავდაცვის სამინისტრო ატარებს რუსეთ – საქართველოს ომის პოლიტიკურ გამოძიებას. საქართველოში საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში შეიქმნა, მუშაობს 2008 წელს სამხედრო მოქმედებების ექსპერტიზაზე. ეს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა.
თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც საომარი მოქმედებების დროს სამხედროების თვალწინ მტერს ზურგი აჩვენა.“