უახლესი ამბები

ღარიბაშვილი საყდრისთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

23 04 2014 | ავტორი: admin
ღარიბაშვილი საყდრისთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
კულტურა
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საყდრისთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ თემაზე სპეკულირება დაასრულოს ყველამ. აქ ცალსახად ითქვა ყველაფერი – ექსპერტებმა დადეს დასკვნა.
მე მოვისმინე თქვენი საუბარი, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო. არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო – ეს არ მტკიცდება. სამაგიეროდ, რამდენიმე თვის წინ ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც მუშაობდა 2 თუ 3 თვის განმავლობაში დაადასტურეს და შესაბამისი დასკვნა წარუდგინეს მთავრობას, რის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გაეგრძელებინა სამუშაოები RMG Gold-ს.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც წუხან – მე მესმის მათი წუხილი, რომ თითქოს ძეგლის გადარჩენას ცდილობენ. მინდა მათ შევახსენო – ამ ორგანიზაციაში დასაქმებულია 3 ათასი ოჯახი და კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მათ, თუ რაიმე შეფერხება შეექმნე აღნიშნულ კომპანიას. მინდა მოგიწოდოთ როგორც მინისტრს სასწრაფოდ მოაგვაროთ ეს პრობლემა“, განაცხადა პრემიერმა.