უახლესი ამბები

საქართველოს პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ევროკომისარი შტეფან ფულე დაესწრება

16 07 2014 | ავტორი: admin
საქართველოს პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ევროკომისარი შტეფან ფულე დაესწრება
კანონპროექტი
0

საქართველოს პარლამენტის 18 ივლისის რიგგარეშე სესიაზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხი განიხილება. საქართველოს პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილის განცხადებით, სხდომას მაღალი რანგის სტუმრებიც დაესწრებიან.

„სხდომას ევროკომისარი შტეფან ფულე დაესწრება, რომელიც ამ მოვლენასთან ყველაზე ახლოს იყო და მისი დახმარებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი. ველოდებით სტუმრებს ლატვიიდან და ბულგარეთიდანაც. როგორც ცნობილია, დაესწრებიან ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. პარასკევს სხდომას ასევე დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.