უახლესი ამბები

Bing-ი მომხმარებლებს „დავიწყების უფლებას“ აძლევს

17 07 2014 | ავტორი: admin
Bing-ი მომხმარებლებს „დავიწყების უფლებას“ აძლევს
მეცნიერება
0

კომპანია Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing-მა, Google-ის მსგავსად, ევროპის ქვეყნებში მომხმარებლებს გარკვეული ბმულების საძიებო სისტემიდან ამოღების მოთხოვნის ნება დართო.

აღნიშნული ნაბიჯი კომპანიამ მას შემდეგ გადადგა, რაც მაისში ევროპულმა სასამართლომ მომხმარებლებს ვირტუალურ სივრცეში „დავიწყების უფლება“ მისცა. საქმე ეხებოდა ესპანეთის მოქალაქის სარჩელს, რომელიც თვლიდა, რომ საძიებო სისტემა Google-ში განთავსებული აუქციონის შეტყობინება მის მიერ კვლავ დაუფლებული სახლის შესახებ მის კონფიდენციალობას არღვევდა.

Google-ი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ბმულების ამოღების თხოვნით 70 000 მიმართვა მიიღო.

ევროპის სასამართლომ Google-ი ოფიციალურად დაავალდებულა, ნებისმიერი ადამიანის მოთხოვნის საფუძველზე წაეშალა მის შესახებ არსებული საძიებო შედეგები, იმ შემთხვევაში, თუ ბმულები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, ან მოძველებულ ინფორმაციას შეიცავდა. თუმცა, ბმულები ისევ ხელმისაწვდომია ევროკავშირის გარე სივრცეში.

BBC-ის და Guardian-ის სტატიების ბმულების Google-ის საძიებო სისტემიდან გაქრობამ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

Bing-ის ონლაინ ფორმით მომხმარებელს შეუძლიათ მიმართოს საძიებო სისტემას და განაცხადოს, თუ რომელი ბმულის დაბლოკვა სურს. კომპანია, ასევე შესაფასებლად ითხოვს დამატებით ინფორმაციას, რათა ევროპული კანონის მიხედვით დაიცვას ბალანსი ინდივიდუალურ პირად ინტერესებსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის, რათა გამოხატვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თავისუფლება დაიცვას.