უახლესი ამბები

უკრაინაში რუსეთის ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მოსკოვი დარტყმით იმუქრება

23 04 2014 | ავტორი: admin
უკრაინაში რუსეთის ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მოსკოვი დარტყმით იმუქრება
გარესამყარო
0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პარალელი გაავლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან და განაცხადა, რომ თუ რუსულ ინტერესებს უკრაინაში საფრთხე შეექმნება, მაშინ მოსკოვი დარტყმაზე დარტყმითვე უპასუხებს. მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინაში „წვეულებას“ აშშ მართავს.

ლავროვის მტკიცებით, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის პარალელურად კიევმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფი სეპარატისტების წინააღმდეგ ანტიტერორისტული ღონისძიებები განაახლა.

კიევი და დასავლეთის ქვეყნები ირწმუნებიან, რომ იმ პრორუსული აქტივისტების უკან რომელთაც დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქში ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს რუსი სამხედროები დგანან. რუსეთი ამას კატეგორიულად უარყოფს.