Google Voice-მ ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი შეიყვანა. საძიებო სისტემა Google-ის პროდუქტი Google Voice სატელეკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც Gmail-ისა და Google+-ის მოსარგებლე მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით ვიდეოზარების განხორციელების საშუალებას აძლევს.
ქვეყნების ჩამონათვალში (ანბანის მიხედვით), სადაც საერთაშორისო ზარების განხორციელებაა შესაძლებელი, პირველივე აფხაზეთია შეყვანილი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში Google Voice-ის საშუალებით დარეკვის საფასური წუთი – 14 ცენტია. აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონი – სამხრეთ ოსეთი არ არის.