უახლესი ამბები

თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირები პრემიას არ აიღებენ

19 07 2014 | ავტორი: admin
თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირები პრემიას არ აიღებენ
კანონპროექტი
0

დღეს, თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირები პრემიას არ აიღებენ. 

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა შეხვედრაზე საკრებულოს რეგლამენტი განიხილეს. სხვა საკითხებთან ერთად დეპუტატებმა პრემირების საკითხზეც იმსჯელეს, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები პრემიას არ აიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე არ ვრცელდება. 

სხდომაზე ასევე დეპუტატ ადა მარშანიას თავისი სურვილისამებრ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდა. 

საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს გაიმართება. დღის წესრიგის თანახმად, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ. ასევე ორშაბათის სხდომაზე ფრაქციის და კომისიის თავმჯდომარეებსაც აირჩევენ.