უახლესი ამბები

რუსეთში შესაძლოა Skype, Gmail და Facebook აკრძალონ

23 04 2014 | ავტორი: admin
რუსეთში შესაძლოა Skype, Gmail და Facebook აკრძალონ
გარესამყარო
0

სამშაბათს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ „ინფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ კანონში ხმაურიანი ცვლილებები დაამტკიცა. თუმცა იმის შანსი, რომ უცხოური კომპანიები შეძლებენ და მოისურვებენ ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას, ექსპერტთა შეფასებით ძალიან მცირეა.

შესწორებები ე. წ. „ანტიტერორისტული პაკეტის“ ნაწილია, რაც სხვა დანარჩენთან ერთად ბლოგერებს მასმედიასთან აიგივებს. გარდა ამისა, ისინი რუსულ და უცხოურ ინტერნეტ-კომპანიებს ინფორმაციის 6 თვის განმავლობაში შენახვასა და მათი სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემას ავალდებულებენ.

საქმე ეხება ელექტრონული ფოსტის, სწრაფი შეტყობინებებისა და IT-ტელეფონიის მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებსა და სოციალურ ქსელებს.

დღეისათვის სამართალდამცავ ორგანოებს პირად მონაცემებზე წვდომის უფლება მხოლოდ სასამართლოს ნებართვით აქვთ, ხოლო ამ კანონით კი მოსამართლის ნებართვა საჭირო აღარ იქნება.

 

მომზადებულია BBC Russia მასალებზე დაყრდნობით Abkhazia Newsსთვის