უახლესი ამბები

პუტინი: რუსეთი საკუთარ თავდაცვისუნარიანობას გაზრდის

22 07 2014 | ავტორი: admin
პუტინი: რუსეთი საკუთარ თავდაცვისუნარიანობას გაზრდის
გარესამყარო
0

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს დონეცკის ოლქში ჩამოგდებული „ბოინგ-777-ის“ კატასტროფის გამოძიებას. სეპარატისტებზე რუსეთის ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით დასავლელი ლიდერების მოწოდების საპასუხოდ, პუტინმა თავად მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს კიევის ხელისუფლებაზე ზემოქმედება.

„რა თქმა უნდა ეს უდიდესი ტრაგედიაა. რუსეთი თავის მხრივ სრულყოფილი გამოძიებისათვის ყველანაირ პირობას შექმნის. ჩვენ მოგვიწოდებენ ზემოქმედება მოვახდინოთ სეპარატისტებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

პუტინმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მალაიზიელი ექსპერტებისათვის „შავი ყუთების“ გადაცემის დროს დონეცკზე თავდასხმაში დასდო ბრალი. აქვე დაამატა, რომ რუსეთი თავის მოქმედებებში საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პარტნიორებთან მიღწეულ შეთანხმებებს იცავს.

„სეპარატისტები საკუთარ თავს ხომ თვითონ ხომ ესვრიან! კიევის ხელისუფლებისათვის  ელემენტარული წესიერების ნორმების დაცვის შეხსენებაა საჭირო, რათა გამოძიების პერიოდში ცეცხლი შეწყდეს“, – განაცხადა პუტინმა.

ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერის შემთხვევაში რუსეთი სამომავლო იზოლაციის შესახებ გააფრთხილა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის კრიზისის  დიპლომატიურად მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია.