უახლესი ამბები

ობამა: რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში ჟენევის შეთანხმებებს არ ასრულებს

24 04 2014 | ავტორი: admin
ობამა: რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში ჟენევის შეთანხმებებს არ ასრულებს
გარესამყარო
0

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში ჟენევის შეთანხმებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. მან გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ოფიციალური მოსკოვი პოლიტიკას არ შეცვლის, მაშინ მის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდება. ამასთანავე პრეზიდენტმა აღიარა, რომ რუსეთის მიერ პოლიტიკის შეცვლის შანსი ძალიან მცირეა, ამიტომ მისი თქმით მსოფლიო საზოგადოებისაგან მოსკოვზე კოლექტიური ზეწოლაა საჭირო.

„ჟენევის შეხვედრის შემდეგ არსებობდა გარკვეული იმედი, რომ რუსეთი აირჩევდა უფრო ბრძნულ კურსს, თუმცა ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არ ასრულებს ჟენევის შეთანხმებას, – განაცხადა ბარაკ ობამამ ტოკიოში ვიზიტისას. – ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იკავებენ შეიარაღებული ადამიანები შენობებს, ავიწროვებენ ხალხს რომელიც მათ არ ეთანხმებიან, ახდენენ რეგიონის დესტაბილიზაციას და რუსეთი მათ ალაგმვას არ ცდილობს“.

ამავდროულად ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ კიევის მთავრობა „ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, ამნისტიის კანონით დაწყებული და საკონსტიტუციო ცვლილებებით დამთავრებული, რაც ჟენევის მოლაპარაკებებისას მიღწეულ შეთანხმებაებს შეესაბამება“.

 

მომზადებულია Deutsche Welle მასალებზე დაყრდნობით Abkhazia Newsსთვის