უახლესი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთში გაემგზავრა

24 04 2014 | ავტორი: admin
საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთში გაემგზავრა
საქართველო და გარესამყარო
0

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრაღაში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარგველაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი 25 აპრილს სიტყვით წარსდგება კონფერენციაზე მონაწილეთა წინაშე, რომლის სახელწოდებაა „აღმოსავლეთ პარტნიორობა 5 წლის შემდეგ: დრო ახალი სტრატეგიისთვის“.

პრაღაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი სამიტში მონაწილე ყველა ქვეყნის ლიდერს შეხვდება.

სამიტი ორ დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებენ მასპინძელი ქვეყნის, ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი, ავსტრიის პრეზიდენტი ჰანს ფიშერი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომაროვსკი და სხვა ლიდერები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შესახებ პირველად 2009 წელს, სწორედ პრაღაში, ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს სამიტზე ითქვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი.