უახლესი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიას ეწვევა

24 04 2014 | ავტორი: admin
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიას ეწვევა
საქართველო და გარესამყარო
0

უახლოეს პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიას ეწვევა. ამის შესახებ დღეს საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. მან ისაუბრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე და დააფიქსირა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„ორი კვირის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისიტრი იმყოფებოდა ბერლინში, უახლოეს პერიოდში კი პრემიერ-მინისტრი ესტუმრება ბერლინს“, – აღნიშნა ვალტერ შტაინმაიერმა.