უახლესი ამბები

ვლადიმერ პუტინი: „სლავიანსკში ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას და სისხლისღვრას უკრაინისთვის სავალალო შედეგები ექნება“

24 04 2014 | ავტორი: admin
ვლადიმერ პუტინი: „სლავიანსკში ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას და სისხლისღვრას უკრაინისთვის სავალალო შედეგები ექნება“
გარესამყარო
0

უკრაინული მედიის ცნობით, ხუთი ადამიანი დაიღუპა სლავიანსკში, უკრაინის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად უკრაინულმა მხარემ შეიარაღებული ფორმირებების მიერ უკანონოდ დაკავებული სამი ბლოკპოსტი გაათავისუფლა.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, სლავიანსკში ცოტა ხნის წინ ხუთი უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორი შევიდა.
„სლავიანსკში ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას და სისხლისღვრას უკრაინისთვის სავალალო შედეგები ექნება“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მედიაფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„თუ კიევის ხელისუფლებამ არმიის გამოყენება დაიწყო მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს სერიოზული დანაშაულია საკუთარი ერის წინაშე და ამას შედეგები მოჰყვება, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებშიც“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების მიერ სლავიანსკში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია სადამსჯელო ოპერაციაა, რომელსაც შედეგები ექნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს.