უახლესი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა

24 04 2014 | ავტორი: admin
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა
გარესამყარო
0

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ლორან ფაბიუსს უმასპინძლა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო სადილზე მხარეებმა ნატო-სა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე. ევროპელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლორან ფაბიუსსა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი ასევე შეეხო უკვე დაგეგმილ მაღალი რანგის ვიზიტებსაც – 13 მაისს საქართველოში ჩამოდის საგრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. 2 ივნისს კი, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიწვევით საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში მიემგზავრება.