უახლესი ამბები

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები აამოქმედა

30 07 2014 | ავტორი: admin
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები აამოქმედა
გარესამყარო
0

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები უერთდება რუსეთის მიმართ ენერგეტიკის, თავდაცვისა და საფინანსო სფეროებში ევროკავშირის სანქციებს.

მისი თქმით, ახალი სანქციები მიმართულია რუსეთის ბანკებისკენ რაც რუსეთის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს. ამით მოსკოვი უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო დაისჯება.

„დღეიდან ამოქმედებული სერიოზული სანქციები რუსეთზე დამატებით ზეწოლას მოახდენს, მათ შორის პუტინის გარემოცვასა და იმ კომპანიებზე რომელიც უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებებს უწყობს ხელს“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.