უახლესი ამბები

აფხაზეთის მთავრობამ დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

24 04 2014 | ავტორი: admin
აფხაზეთის მთავრობამ დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა
საზოგადოება
1

24 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ვარკეთილში, ჯავახეთის 68-ში, შპს „ქვანთის“ შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცათ. დახმარება სულ 32-მა ოჯახმა მიიღო, მათ შორის, სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანმა და ომის ვეტერანთა ოჯახებმა.

varketili4varketili3

აქცია კომპანია „მეგაკოს“, „გაგარა +“-ს და „სტელას ნამცხვრების“ მხარდაჭერით ჩატარდა.
საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო აღოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ.
„დღეს აფხაზეთის მთავრობამ და რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატმა ჩაატარა საქველმოქმედო აქცია. ჩვენ ვეცადეთ, რომ აბსოლუტურად ყველასთვის, ვინც ამ სახლში ცხოვრობს, მათ შორის რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მიგვეწოდებინა პატარა სხივი, პატარა სითბო, სიყვარული საჩუქრებთან ერთად“, – განაცხადა რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის მოადგილე მანანა ანუამ.