უახლესი ამბები

ზბიგნევ ბჟეზინსკი: „ჩვენც ისევე უნდა მოვიქცეთ, როგორც რუსეთი ვიეტნამში“

24 04 2014 | ავტორი: admin
ზბიგნევ ბჟეზინსკი: „ჩვენც ისევე უნდა მოვიქცეთ, როგორც რუსეთი  ვიეტნამში“
გარესამყარო
0

„ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ მათ დახმარებას – ვგულისხმობ არა პირდაპირ სამხედრო მონაწილეობას, არამედ მათ შეიარაღებას“

„დასავლეთმა შეიარაღებული მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს უკრაინელებს რუსეთის წინააღმდეგ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ტელეკომპანია ჩNN-თან საუბრისას, – აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში მეტისმეტად მსგავსი მოვლენები ვითარდება. “ეს უცნაური, მაფიოზურუნიფორმებიანი ბანდიტები ჯერ ყირიმში იყვნენ, ახლა კი იმავე ტრიუკს აღმოსავლეთ უკრაინაში ატარებენ, რუსეთს კი ყოველივე ამის სახალხო მოძრაობად გამოცხადება სურს. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს, გაარკვიოს, შეუძლია თუ არა ამ მიწა-წყლის ხელში იოლად ჩაგდება და შემდეგ კი გამოაცხადოს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობა თავად ჩამოშორდა უკრაინას. თუ წინააღმდეგობას წააწყდება, უკრაინაში ამ ქვეყნის საზღვრებთან მასობრივად თავმოყრილ სამხედრო ძალებს შეიყვანს. ჩემი აზრით, ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის გამოწვევაა“.

ზბიგნევ ბჟეზინსკის აზრით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად უკრაინელებზე. „თუ უკრაინელი ხალხი არ შეეწინააღმდეგება რუსეთს ისე, როგორც ეს ყირიმში მოხდა, მაშინ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობა ხელს არ გამოიღებს ფაქტობრივად დამარცხებული უკრაინელების დასახმარებლად. თუ წინააღმდეგობას გააგრძელებენ, თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ იწვნიონ მარცხი, მაშინ დასავლეთი, უნდა თუ არა, დიდი ზეწოლისასაც კი, დაეხმარება მას. და ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ მათ დახმარებას – ვგულისხმობ არა პირდაპირ სამხედრო მონაწილეობას, არამედ მათ შეიარაღებას“.

ამერიკელმა ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა რუსეთის როლს ვიეტნამის ომში და აღნიშნა, რომ ამერიკელებთან ბრძოლაში ვიეტნამს იარაღით სწორედ რუსეთი ამარაგებდა.

„ჩვენ ათასობით ადამიანი დავკარგეთ ვიეტნამელებთან ბრძოლაში. ვინ ამარაგებდა მათ იარაღით? რუსეთი. მათ არ ანაღვლებდათ ეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ამ გზით საკუთარ საერთაშორისო ინტერესებს იცავდნენ და, ამავდროულად, უშუალოდ არ მონაწილეობდნენ ომში.

ვფიქრობ, ჩვენ არანაკლებ აქტიური პოზიცია უნდა დავიკავოთ.
თუ უკრაინელები რუსეთს შეეწინააღმდეგებიან, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ და თუ ამის თაობაზე წინასწარ გავაფრთხილებთ უკრაინის მოსახლეობას, ისინი უფრო მედგრად დაუდგებიან რუსებს; ხოლო თუ რუსეთს ეცოდინება, რომ უკრაინა წინააღმდეგობას გაუწევს, ვიდრე რაიმეს ჩაიდენდეს, კარგად დაფიქრდება“, – განაცხადა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ.