უახლესი ამბები

არსენი იაცენიუკი: რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურს

25 04 2014 | ავტორი: admin
არსენი იაცენიუკი: რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურს
გარესამყარო
0

უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში ევროპის ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტი დაიწყება. „რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურს. უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული აგრესიის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოშლის მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება“, – განაცხადა იაცენიუკმა მთავრობის სხდომაზე.

იაცენიუკმა „საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ“ მოუწოდა.

 

მომზადებულია Deutsche Welle მასალებზე დაყრდნობით Abkhazia Newsსთვის