რუსეთმა ყირიმსა და უკრაინის კონტინენტურ ნაწილს შორის სახელმწიფო საზღვარი გაავლო. ამის შესახებ ყირიმის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ პეტრ იაროშაზე დაყრდნობით სააგენტო „РИА Новости“ იტყობინება.
მისი თქმით, საზღვარი მოქმედებას 25 აპრილიდან დაიწყებს, ხოლო უახლოეს მომავალში განისაზღვრება გამშვები პუნქტების მდებარეობა, საზღვრის კვეთის წესები და მიგრაციული ბარათების გაცემის საკითხი. იაროშმა აქვე აღნიშნა, რომ ტრანსპორტსა და ტვირთებზე შეზღუდვები არ დაწესდება.
უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება რუსეთის კანონმდებლობით განსაზღვრული საზღვრის კვეთის წესები. იაროშის განცხადებით, ამჟამად ყირიმის სასაზღვრო სამსახური 27 გამშვებ პუნქტზე ახორციელებს კონტროლს.
მომზადებულია Deutsche Welle–ს მასალებზე დაყრდნობით Abkhazia News–სთვის