უახლესი ამბები

ვახტან ყოლბაია: „ადმინისტრაციულ საზღვართან ავტობუსები დაყენებულია და საკითხიც მოგვარებულია“

25 04 2014 | ავტორი: admin
ვახტან ყოლბაია: „ადმინისტრაციულ საზღვართან ავტობუსები დაყენებულია და საკითხიც მოგვარებულია“
პოლიტიკა
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დღეს კონფლიქტისპირა სოფელ განმუხურს სტუმრობდა. მან განმუხურის საჯარო სკოლა მოინახულა, სადაც გალის რაიონის სამი სოფლის 18 მოსწავლე სწავლა-განათლებას ღებულობს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ოთარ გოგოხიასთან ერთად ადგილზე გაეცნო შექმნილ მდგომარეობას რის შემდეგაც პრესასთან კომენტარიც გააკეთა.

„საქართველოს მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია. ამის შესახებ იყო მსჯელობა ჟენევის მოლაპარაკებებზე. საქართველოს განათლების სამინისტრომ ადმინისტრაციულ საზღვართან დააყენა ავტობუსები და ეს საკითხი მოგვარებულია. ახლა მთავარია რომ აფხაზურმა მხარემ გამოიჩინოს კეთილი ნება და დავარწმუნოთ ისინი რომ აქ საქმე გვაქვს ჩვენ ჰუმანიტარულ პრობლემასთან და არავითარ შემთხვევაში არ არის ეს პოლიტიკური საკითხი“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ყოლბაიას განცხადებით, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ასევე ენგურის ხიდზე უფასო ავტობუსის მიმოსვლის აღდგენაზე, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამისთვისაც საჭიროა აფხაზური მხარის მზადყოფნაც.
„საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზეც ზრუნავს, მაგრამ ეს საკითხიც არ არის მხოლოდ მათზე დამოკიდებული. აქაც, რა თქმა უნდა, საჭიროა აფხაზურ მხარესთან შეთანხმება. ჯერჯერობით ამ საკითხზე არ ყოფილა საუბარი, თუმცა თუ ამ მიმართულებით წავედით, ამაზე უფრო შემდგომ შეიძლება საუბარი“, – აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.