უახლესი ამბები

აშშ-ის სენატმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭების თაობაზე კანონპროექტი მიიღო

07 08 2014 | ავტორი: admin
აშშ-ის სენატმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭების თაობაზე კანონპროექტი მიიღო
გარესამყარო
0

აშშ-ის სენატმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის „ნატოს“ წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედიის საშუალებები ავრცელებენ. 

ორგანიზაცია „UAINFO-ს“ ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტით, ამ სამი ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, აშშ-ს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიაზე თავდაცვის მიზნით საკუთარი ჯარის შეყვანა შეუძლია. 

დოკუმენტი ყველა ფედერალურ უწყებასა და დაწესებულებას ასევე უკრძალავს ნებისმიერი სახის ქმედებას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებისთვის ან რაიმე სახის მხარდაჭერას. 

კანონპროექტი თავდაპირველად ორი მოსმენით კონგრესმა მიიღო, ხოლო ახლა უკვე სენატმაც. კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებისათვის ქვეყნის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანხმობაა საჭირო.