უახლესი ამბები

აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა

08 08 2014 | ავტორი: admin
აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა
გარესამყარო
0

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

1 აგვისტოდან ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა სროლის დაწყებაში. 3 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გახიზნულიყო. ამავე დღეს რეგიონს ლტოლვილებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს.
4 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი როკის გვირაბის სიახლოვეს იქნა დისლოცირებული, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს.
კანტიკუნტი სროლები გრძელდებოდა მომდევნო რამდენიმე დღეს. 6 აგვისტოს საქართველოს განცხადებით ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, რის გამოც სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა.ცხივნალის მცხოვრებლები გახიზვნას იწყებენ, ხოლო ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის საზღვართან მიიყვანა. 7 აგვისტოსთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ათი ჯარისკაცი დაიღუპა.
„კონფლიქტის ზონაში ამჟამად სნაიპერული ომი მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ და ამ მომენტში ინტენსიური სროლები მოდის არტილერიიდან, ტანკებიდან და ხელსატყორცნი არტილერიული სისტემებიდან, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არალეგალურად იქნა შემოტანილი“ — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობირივი დროით 19:10 საათზე პირდაპირ სატელევიზიო გამოსვლაში. თუმცა დღის ბოლოსთვის პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეტყვეტა გამოაცხადა. სააკაშვილმა მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ „ნებისმიერ ფორმატში“ და პირობა სამხრეთ ოსეთის სრულ ავტონომიაზე ძალაში დატოვა, ასევე საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა სეპარატისებისთვის, ხოლო საერთაშორისო თანამეგორბობას მოუწოდა მხარეთა შორის მოლაპარაკებებისთვის შუამდგომლობა გაეწია.
ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე სააკაშვილის წინადადების შემდეგ თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. სოფელი ავნევი თითქმის სრულიად განადგურდა, თამარაშენი და ფრისი დაიბომბა, ხოლო სანაკოევის ადმინისტრაციის შენობა – ქურთას პოლიციის სადგური, არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. მშვიდობიანი მოსახლეობა სოფლებიდან გაიხიზნა. 7 აგვისტოს საღამოს 22:00 ოსები სოფელ ავნევის აღებას ზეიმობდნენ.
7 აგვისტოს საღამოს 11:30 საათზე ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო. 11:45 საათზე OSCE-ს მონიტორების განცხადებით ჭურვები ცხინვალზე ყველი 15-20 წამის ინტერვალით ეცემოდა. ქართველები 27 ნაღმსატყორცნსა და 152 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ. ედუარდ კოკოითის განცხადებით, მისი ძალები ქართველებს ცხინვალის მისადგომებთან ებრძოდნენ. ქართული დაზვერვის ცნობით და რამდენიმე რუსლ წყაროზე დაყრდნობით, 58-ე რუსული არმია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა როკის გვირაბით, სანამ ქართული მხარე იერიშს დაიწყებდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართულმა მხარემ უტყუარი მტკიცებულება იმაზე, რომ რუსეთი ქვეყანაში შემოიჭრა მანამ, სანამ ქართველები ოპერაციას დაიწყებდნენ, ან ის, რომ სიტუაცია ქართველებისთვის ოსურ ზონაში იმდენად მძიმე იყო, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია გარდაუვალი იყო, ვერ შეძლო.
დღის განმავლობაში, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ქალაქში სულ მცირე 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 4:45 საათზე საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოაცხადა, რომ ცხინვალი თითქმის აღებული იყო და რომ ქართული ძალები რეგიონის ორ-მესამედს აკონტროლებდნენ. ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თაიმურაზ მამსუროვისგანცხადებით, საქართველოს შეიარაღების რამდენიმე სუხოი სუ-25 თვითმფრინავი დაესხა თავს, როგორც თავად იძახის,ვლადიკავკაზიდან წამოსულ ჰუმანიტარულ ტვირთს. თვით მამსუროვი, რომელიც ამ კონვოის მოყვებოდა, უვნებელი გადარჩა. მისივე განცხადებით, ასობით შეიარაღებული მოხალისე დაიძრა ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონში. აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაგაფშის განცხადებით, მოხალისეები აფხაზეთიდანაც გაემართნენ სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად.
გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სასწრაფო შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში, გამოხატა რა „სერიოზული შეშფოთება კონფლიქტის ესკალაციის გამო“. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით ჩრდილოეთ ოსეთში 1100 ლტოლვილი გადავიდა კონფლიქტის ზონიდან.
8 აგვისტო – დილას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშებისგახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები“ და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა. 09:30 საათზე პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად.
ნახევარ საათში, საქართველოს წყაროების ცნობით, სამი რუსული სუ-24 საქართველოს საჰაერო სივრცეში იჭრება და ორ ბომბს აგდებს ქარელის პოლიციის სადგურთან. ამავე წყაროს ცნობით რამდენიმე ბომბი გორის სიახლოვესაც ჩამოვარდა, თუმცა მათ მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთის წარმომადგენლებმა ეს ცნობები უარყვეს, თუმცა ფაქტები დაადასტურა ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფი“.
11:40 საათზე სააკაშვილის ბრძანებით მობილიზირებულ იქნა ქართული სარეზერვო ჯარები რუსეთის მიერ „ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისგან“ თავდაცვისთვის და მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა „ქართული ქალაქების დაბომბვა“. სამხრეთ ოსეთში რუსეთის გარნიზონის მეთაურის განცხადებით ქართული ნაღმები ცხინვალში პირდაპირ მათ ყაზარმებს მოხვდა, რის შედეგადაც 12 რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.
ქართული მხარის ცნობით, 15:00 საათზე მათ სამსაათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს ცხინვალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უვნებლად გასასვლელად, თუმცა ეს განცხადება უარყო რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა ცხინვალში, მარატ კულახმეტოვმა.
რუსეთის 58-ე არმიის ტანკების კოლონამ დაიწყო ცხინვალისკენ მოძრაობა, რეგიონში რუსული ძალების მისაშველებლად. ქართული მედიის ცნობით, რუსული კოლონა 150 ტანკისგან, ჯავშანტრანსპორტიორისგან და სხვა დანადგარებისგან შედგებოდა. 8 აგვისტოს პრესის მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს კონფლიქტის ზონისკენ მომავალი Т-72 ტანკები, БМП-2 საქვეითო საბრძოლო მანქანები და 152 მმ 2C3 Akatsia თვითმავალი ჰაუბიცები, ასევე რეაქტიურლი არტილერიის დანაყოფები.
9 აგვისტო – რუსული მედიის განცხადებით ქართული ჯარები ცხინვალიდან უკან იხევენ და რუსული სუ-24 და სუ-27 თვითმფრინავები სრულიად აკონტროლებდნენ ცხინვალის საჰაერო სივრცეს.
კულახმეტოვის განცხადებით მძიმე არტილერიის გამო ცხინვალი თითქმის სრულიად დანგრეული იყო. ფრანს პრესის ცნობით, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებით, თუ ცნობები რუსული ტანკების შესახებ ცხინვალის რეგიონში დადასტურდებოდა, საქართველო რუსეთს ომს გამოუცხადებდა. რუსეთის ტანკების ცხინვალში შესვლა მცირე ხანში დაადასტურა CNN-მა. იმავე ღამეს რუსული და ოსური ძალები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. რუსეთის ავიამოიერიშეებმა გორის დაბომბვა დაიწყეს.
• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით რუსულმა ბომბდამშენებმა ორი ბომბი ჩამოაგდეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. რუსულმა თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს სამხედრო აეროდრომი მარნეულში, რამაც ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რომელთაგან სამი ქართველი ჯარისკაცი იყო.
• დაახლოებით 23:45 წუთზე, რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ფოთზე, კერძოდ კი — პორტზე. ასევე 58-ე არმიის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს ე.წ. ტოჩკა-უ-თი (რომლებიც ოჩამჩირეში იყო განთავსებული) გაშვებულ იქნა ორი რაკეტა, რომელიც ფოთის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
სააკაშვილის განცხადებით საქართველო უკან იწვევდა ერაყში მყოფ I ბრიგადის 2000 ჯარისკაცს.

რუსული მედიის განცხადებით სროლები რუსულსა და ქართულ მხარეებს შორის ღამით ისევ განახლდა. კახა ლომაიამ როიტერს განუცხადა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებდა. ლომაიას განცხადებით რუსებმა ასევე დაბომბეს ფოთის პორტი და აგრძელებდნენ სამოქალაქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვას. დილით ადრე, ასევე დაიბომბა ვაზიანის აერდრომის ასაფრენი ბილიკი. საქართველომ აკრძალა რუსული ტელეარხების ტრანსლაცია ქვეყანაში, რუსეთის მხრიდან საინფორმაციო ომის წარმოების გამო. ამასობაში, რუსეთმა გაწყვიტა საჰაერო კავშირი საქართველოსთან. ამ დროისთვის გაერომ ვერ შეძლო კონსენსუსი მიეღწია განცხადებისთვის შესაფერისი ფორმულირების შერჩევისთვის.
• დილით ადრე რუსეთის ბომბდამშენებმა დაბომბეს სენაკის სამხედრო ბაზა. დაიღუპა 13 ქართველი ჯარისკაცი და ათზე მეტი დაიჭრა.
• დაახლოებით 9:00 საათზე უცნობი წყარო რუსეთის სამხედრო სამეთაურო ცენტრიდან რუსულ მედიას ატყობინებს, რომ 58-ე არმიის ქვედანაყოფებმა სრულიად გაწმინდეს ცხინვალი ქართული ჯარებისგან. მოგვიანებით ეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
• 9:27 საათზე როიტერის ცნობით, ორმა რუსულმა მოიერიშემ ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა გორთან. ხუთი ადამიანი დაიღუპა, როდესაც სულ მცირე ერთი ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა ქალაქ გორში.
• 9:41 საათზე Lenta.ru (RIA ნოვოსტზე ბმულით) იტყობინება, რომ რუსეთის საჰაერო ძალების ფსკოვის 76-ე საჰაერო დივიზია ცხინვალში შევიდა. რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის, იკორ კონაშენკოვის განცხადებით, ისინი გადაიყვანეს რუსული სახმელეთო ჯარების გასაძლიერებლად. მანვე განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების 98-ე ივანოვოს დივიზია და მოსკოვის 45-ე სადაზვერვო ჯგუფი „სპეცნაზი“ ასევე გადაინაცვლებს კონფლიქტის რეგიონში. ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.
• 9:57 საათზე რუსული მხარე იუწყება, რომ 58-ე არმიამ სრულიადა გაწმინდა ცხინვალი ქართული შეიარაღებული ძალებისგან.
• 10:30 საათზე რუსულმა გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მათი ორი მოიერიშეს ჩამოგდება (სუ-25 და ტუპოლევტუ-22მ). ქართული მხარის განცხადებით, ჩამოგდებულია 10 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი. ოსების განცხადებით მათ ორი ქართული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ქართველი ჩინოვნიკის განცხადებით მათ ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე და შეიპყრეს პილოტი.
• 11:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა 15 დღის განმავლობაში.
• 12:30 საათზე სამხრეთ ოსეთში რუსებმა საპარაშუტო დესანტი გადმოსხეს. პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ გამოსვლაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტაზე მოუწოდებს.
• 13:41 საათზე მედიის ცნობით რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს კოდორის ხეობა. ეს ცნობა დაადასტურა რაულ ქირიამ, აფხაზეთის დევნილი მთავრობის მედია ცენტრის ხელმძღვანელმა. თუმცა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ეს იყო აფხაზური ავიაცია და არა რუსული.
• საქართველოს მთავრობის წყაროზე დაყრდნობით, როკის გვირაბი, რომელსაც რუსები იყენებდნენ მძიმე ტექნიკის შემოსაყვანად, განადგურებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ცნობა უარყო.
• აშშ-ის საელჩომ საქართველოს საკუთარი შტატის ევაკუაცია მოახდინა ერევანში. ასევე მოუწოდა ყველა ამერიკის მოქალაქეს ქვეყნის დატოვება.
• რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის თანაშემწე ვლადიმირ ივანოვმა განაცხადა, რომ ბრძოლები მიმდინარეობდა სოფ. ნიქოზთან.
• ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტიეკუნასი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გორის რეგიონში ჩადის. ბატონი ვაიტეკუნასის განცხადებით ნგრევისა და მსხვერპლის რაიოდენობა შოკის მომგვრელია. მან დახმარება აღუთქვა რეგიონს.
• აზერბაიჯანის მედიის ცნობით, რამდენიმე ეროვნებით ქართველი კახისა და ზაქათალის რეგიონებიდან საქართველოში გადავიდა ქართულ ჯარებთან შესაერთებლად.
10 აგვისტო – როიტერის ცნობით სამხრეთ ოსეთის ოფიციალური განცხადებით ბრძოლები ცხინვალის სამხრეთ შემოსასვლელთან დასრულდა შუაღამისთვის; თუმცა ამ განცხადების სარწმუნოება სადაო გახდა. ასევე როიტერის ცნობით რუსეთის 58-ე არმიის მეთაური სამხრეთ ოსეთში, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი ქართველებმა დაჭრეს ცხინვალთან კვირა დილას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით რუსეთმა 6000 ჯარისკაცი შემოიყვანა სამხრეთ ოსეთში ხმელეთით და 4000 ჯარისკაცი აფხაზეთში ზღვით, რომლებიც გამთენიისას შეტევისთვის იყვნენ მზად. ვლადიმირ პუტინი, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში ჩაფრინდა, მისი თქმით „ჰუმანიტარული მისიის“ სახელმძღვანელოდ, და განაცხადა, რომ საეჭვო იყო ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთი საქართველოში ინტეგრაციის ალბათობა. მისი სპიკერის რწმუნებით, ამ ვიზიტს სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა და დილით პუტინი გორკიში გაემგზავრა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან შესახვედრად.
პუტინის თქმით მთავრობა მზად იყო 10.1 მილიარდი რუსული რუბლი (დაახ. 425 მილიონი აშშ-ის დოლარი) გამოეყო რეგიონის დასახმარებლად.
დაახლოებით 07:23 საათზე იტყობინებოდნენ რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელობის განცხადებაზე დაყრდნობით, რომ რამდენიმე რუსული სამხედრო გემი საქართველოს სანაპიროს მიუახლოვდა, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, საესკორტო გემი სმეტლივი, სამი ვრცელი აერობილიკიანი ჯავშნოსანი და რამდენიმე დამხმარე გემი. წყაროს ცნობით, რუსული გემები საქართველოს სანაპიროს არ ბლოკავდნენ, ვინაიდან „რუსეთი არ ომობდა საქართველოსთან“. ოპერაციის გაცხადებული მიზანი ლტოლვილთათვის დახმარების გაწევა იყო, თუმცა სხვა წყარომ ასევე რუსული ფლოტის მმართველობიდან განაცხადა, რომ კონვოის მიზანი საქართველოში ზღვით სამხედრო მოწყობილობის მიწოდების შეზღუდვა იყო. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ რუსული გემები აფხაზეთის პორტ ოჩამჩირეშიშევიდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს არ ადასტურებს.
ქართული მხრიდან სამხედრო აქციების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია. ქართული მხარის განცხადებით, მათი ჯარები გამოდიოდნენ სამხრეთ ოსეთიდან, ხოლო საქართველოს საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო ცალმხრივ ცეცხლის შეწყვეტას აცხადებდა. თუმცა რუსეთის მხარემ ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა, ვინაიდან მათი მტკიცებით ქართული ჯარები უკან დახევის ნაცვლად პოზიციებს იცვლიდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი შოთა უტიაშვილისგანცხადებით, „ქართულმა ჯარებმა სრულიად დატოვეს სამხრეთ ოსეთი“, მაშინ როცა საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრითემურ იაკობაშვილის განცხადებით ქართული ჯარები ცხინვალიდან გამოვიდნენ.
რუსეთმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჯარები გაჰყავდა, სამშვიდობოების ძალების დაზვერვის ცნობაზე დაყრდნობით.
სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მან 1000 ჯარისკაცი გაგზავნა კოდორის ხეობაში და მობილიზაცია გამოაცხადა. მან ასევე გააფრთხილა, რომ აფხაზეთი მზად იყო „კანონის დასამყარებლად“ და უფრო მეტზე წავიდოდა, თუ ქართველები წინააღმდეგობას გაწევდნენ.
10 ავისტოს 6:20 საათზე საქართველომ ცეცხლის შეტყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზა. რუსეთმა დაადასტურა შემოთავაზების მიღება, თუმცა განაცხადა, რომ „ქართველებს არ შეუწყვეტიათ სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში და დაბომბვას აგრძელებენ.“
მიუხედავად ამისა, რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონი საუბარი გამართეს. საუბარი იმით დასრულდა, რომ ქართველი მინისტრი დააზუსტებდა ქართული ჯარები გაყვანილი იყო თუ არა სამხრეთ ოსეთიდან.
მოგვიანებით, იმავე დღესვე, საქართველოს ცნობით რუსებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერისჩამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ან განცხადებას საქართველოს „კიდევ ერთი დეზინფორმაცია“ უწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ქართული მოიერიშე საარტილერიო გემი ჩაძირა, მას შემდეგ რაც ამ გემმა იერიში მიიტანა რუსულ გემებზე. ეს ცნობა მოგვიანებით დაადასტურა რუსეთის ფლოტის მეთაურის თანაშემწე იგორ დიგალომ. მისი თქმით ქართველებს სულ ოთხი ამგვარი გემი ჰყავდათ, და დანარჩენი სამი გემი ფოთის მიმართულებით მიიმალა.
22:00 საათზე მედიის ცნობით საქართველო დათანხმდა რუსეთის სამშვიდობოების შესვლას ზუგდიდში. ეს ცნობა ეყრდნობოდა ზუგდიდის რაიონის გამგებლის ზაზა გოროზიას სიტყვებს.
რუსული წყაროების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდში საქართველოში იმყოფებიან საქმიანი თუ პირადი მიზნებისთვის, საქართველოს პოლიცია ადგილმდებარეობის დატოვების უფლებას არ აძლევდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხის წამოჭრას აპირებდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
რუსული მედიის ცნობით, ღამით რუსეთმა სამხედრო დესანტი ჩამოსხა სოხუმის აეროდრომზე, რუსეთის სამშვიდობოების მიერ სამხრეთ ოსეთის მსგავსი ოპერაციის ჩასატარებლად, აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის აღსაკვეთად.
მოგვიანებით სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენელი ირინა გაგლოევას განცხადებით, მათ მიერ შეპყრობილ იქნა დივერსანტთა ორი ჯგუფი ცხინვალთან, 8 ჯარისკაცი ზნაურთან და კიდევ 11 — ზარის გზასთან.. ამ განცხადებამდე მცირე ხნით ადრე ვზგლიადი იუწყებოდა, რომ ქართველ დივერსანტთა კიდევ ერთი ჯგუფი დააკავეს ზარის გზასთან, მათ შორის ერთი შავკანიანი, რომელიც მათ განცხადებით აშშ-ის მოქალაქე და ნატოს მრჩეველი იყო. ის გადაგზავნილ იქნა ვლადიკავკაზში გამოძიებისთვის. ინფორმაცია არ დადასტურდა.
11 აგვისტო – 11 აგვისტოს დილით ადრე, რუსული წყაროების ცნობით ცხინვალი ისევ ქართული არტილერიის ცეცხლქვეშ იყო.
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიაზე აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს დიპლომატიურ სატელეფონო საუბარში ახსენა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უნდა წავიდეს“. რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა პროტესტი გამოთქვა, ვინაიდან ეს საუბარი კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო.
ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიუბიუნის ცნობით დიდი რაოდენობით რუსეთის სახმელეთო ძალები სამხრეთ ოსეთიდანგორის რაიონის ტერიტორიაზე გადავიდნენ და ქალაქ გორისკენ მიემართებოდნენ. დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა კვლავ გამოთქვეს შიში იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობის დამხობას აპირებდა. რუსეთმა უარყო საქართველოს ოკუპაციის მცდელობა: „ჩვენ საკმარისი ტერიტორია გვაქვს და საქართველო არ გვჭირდება“ — განაცხადა კრემლის სპიკერმა ალექსეი რაგოზინმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჰაერო დაბომბვის შემდეგ რუსეთმა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო გორში. ქართულმა მხარემ მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის მხარეს ეს ცნობა არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.
მოსკოვის დროით ადრე დილას, რუსეთმა განაცხადა, რომ მზად იყო საქართველოსთან მშვიდობისთვის. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველო მზად იყო რუსეთთან მოლაპარაკებები დაეწყო სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რუსეთი „მზად იყო ომისთვის ბოლოს მოსაღებად“, მაგრამ ასევე გაეროს გენერალური მდივნის ოფისს საქართველოს მხარდაჭერა დააბრალა. მათი თანხმობა დაადასტურა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ საქმეებში, ლინ პასკომ, უშიშროების საბჭოს ბრიფინგზე.
მცირე ხანში საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთისგან ულტიმატუმი მიიღო აფხაზეთთა არსებული ძალების განიარაღებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული ჯარები საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოვიდოდნენ. ულტიმატუმი საქართველოს მთავრობას რეგიონში გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა გადასცეს.რუსეთის ჯარების მეთაურის თანაშემწე ალექსანდრე ნოვიცკის ცნობით რუსეთმა აფხაზეთში 10 აგვისტოს საღამოს 9000 ქვეითი და 350 ჯავშანმანქანა შეიყვანა.
მოგვიანებით აფხაზეთში ჩამოვიდა რუსეთის საჰაერო ძალების მეთაური ლეიტენანტ გენერალი ვალერი ევრუხოვიჩი.
რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე ალექსანდრე ნაგოვიცინი ადასტურებს შუადღის ბრიფინგზე, რომ რუსეთის არმიამ მეორე სუ-25 დაკარგა. მან ასევე დაადასტურა 18 ჯარისკაცის დაღუპვა და 14-ის გაუჩინარება.
ფუს-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებით შეპყრობილ იქნა ცხრა ქართველი სპეციალური სამსახურის აგენტი, რომლებიც “რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებას აპირებდნენ”. მისი თქმით ცხრავე აგენტმა განზრახვა აღიარა.
ანატოლი ნოგოვიცინის თქმით, 800 ქართველი ჯარისკაცი და 11 ტონა ტვირთი გადმოვიდა ერაყიდან საქართველოში აშშ-ის რვა საჰაერო რეისით. ადრე საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ერაყიდან ჩამოსული ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთის ფრონტზე გაიგზავნებოდნენ. ნაგოვიცინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი “ადეკვატურ ზომებს” მიიღებდა ამის საპასუხოდ, რაც კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების შემოყვანას ნიშნავდა. პრემიერ-მინისტრმა პუტინმა გააკრიტიკა აშშ ერაყიდან საქართველოს ძალების გადაბაზირების გამო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო ბაზა სენაკში რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს. იგივე ცნობა დაადასტურა ასოშეიტედ პრესმა მოსკოვის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა, რომ ზუგდიდი პოლიციის სადგურები რუსების ხელში იყო.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ცნობით ქალაქი გორი რუსეთის ჯარების ხელში იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. რუსეთის ვერსია დაადასტურეს როიტერსის ჟურნალისტებმა კეიმზ კილნერმა და მარგარიტა ანთაძემ, რომელთა თქმით ქალაქი გორი სრულიად უკაცრიელი იყო და აქ სამხედრო მანქანების ჭაჭანება არ ჩანდა. თუმცა ბრიტანეთის საგარე საქმეთა მდივანმა დაადასტურა მოვლენათა ქართული ვერსია, განაცხადა რა, რომ “…ბრიტანეთის წარმომადგენლები ადგილზე და მედია იუწყებიან, რომ რუსეთი სამხრეთი ოსეთის საზღვრებს გასცდა დღეს და ქართულ პორტ ფოთსა და ქალაქ გორს შეუტია. …მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამის” UK Telegraph ასევე ადასტურებს მოვლენათა ქართულ ვერსიას, იუწყება რა, რომ ის თვითმხილველი იყო ქართული ჯარების სრულმასშტაბიანი არაორგანიზებული და პანიკური დახევისა გორიდან”.
რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური ალექსანდრე ნოვიცკის განცხადებით ავიარეიდის დროს რუსეთის საჰაერო ძალებმა სენაკის ბაზასთან მდგარი ორი ქართული შვეულმფრენი მიწაზე გაანადგურა. შვეულმფრენები მი-8 და მი24 საქართველოს საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ცნობას ჩეჩნეთიდან სპეცბატალიონები “ვოსტოკისა” და “ზაპადის” გადმოყვანის შესახებ.
საქართველოს განცხადებით, ვინაიდან გორი საქართველოს მთავარ სატრანსპორტო არტერიაზე მდებარეობს, ქვეყანა ორად არის გაყოფილი. საქართველოს ჯარები ამჟამად უკან იხევენ დედაქალაქის დასაცავად. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით ქართულ არმიას ნაბრძანები აქვს ქალაქ მცხეთასთან გამაგრება. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლის ცნობით CNN-ისთვის, რუსეთის მიერ საქართველოს სარადარო და საკომუნიკაციო სისტემების განადგურებამ ქვეყნის საკომანდო და საკონტროლო სისტემა სრულ ქაოსში ჩააგდო და საქართველოს ხელმძღვანელობას არ აქვს სრული ინფორმაცია იმაზე, თუ რა სიტუაცია არის ადგილზე.
ისრაელის გაზეთი მაარივის ცნობით აშშ-მა საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება დაიწყო. გაზეთის ინფორმაციით აშშ-მა რუსული წარმოების სატვირთო თვითმფრინავები დაიქირავა კომპანიისგან UTI Worldwide Inc. საქართველოში სამხედრო ტექნიკისა და ამუნიციის გადასაზიდად. გაზეთი ასევე აცხადებს, რომ პენტაგონი ერაყისთვის განკუთვნილ იარაღს თბილისს აწვდიდა.
ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მას თბილისზე თავდასხმა გეგმაში არ აქვს, ინტერფაქსის ცნობით. რუსეთის ჯარებმა დატოვეს სენაკის სამხედრო ბაზა, რომელიც მათ ამავე დღეს დილას აიღეს.
12 აგვისტო – რუსეთმა ფოთის სანაპიროსთან ნაწილები გადმოსხა პორტის გარშემო 50 კმ-იანი ბუფერის შესაქმნელად. საქართველო ასევე ადანაშაულებს რუსეთს ფოთში დამატებით ჯარების გაგზავნაში, თუმცა რუსეთი ამ ინფორმაციას უარყოფს. რუსეთის თქმით, მათ სადაზვერვო რეიდი მოაწყვეს რეგიონში და უკანვე დაბრუნდნენ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი აცხადებს, რომ იტალია მზადაა საკუთარი ძალები გაგზავნოს სამხრეთ ოსეთში, თუ ევროკავშირი გადაწყვეს ორშაბათს კონფლიქტში ჩარევას. მისი თქმით, ის დაელოდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერის რეკომენდაციას ევროკავშირის ჩარევაზე, მისი თბილისში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, ფრატინიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალია ვერ დაუჭერდა მხარს ევროპის ანტირუსული კოალიციის შექმნას კონფლიქტის გამო. მან ასევე განუცხადა ANSA-ს, რომ ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი დიდი შვიდიანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონი საუბრის შემდეგ პოზიტიური რეზოლუციის შესაძლებლობაზე.
ვიტალი ჩურკინი, რუსეთის წარმომადგენელი გარეოში, ჟურნალისტებს უცხადებს, რომ ის არ მიიღებს საფრანგეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას სამხრეთ ოსეთის შესახებ. დაუდგენელია, თუ როდის გააკეთა ეს განცხადება ჩურკინმა, მოლაპარაკებებამდე, თუ მის შემდეგ. ეს დოკუმენტი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს და ასევე საქართველოს ტერიტორიის აღდგენას ისე, როგორც ეს კონფლიქტამდე იყო.
ინტერფაქსის ცნობით აფხაზეთის თავდაცვის შტაბის განცხადებით აფხაზეთის ძალები რუსი პარატრუპერების დახმარებით სამხედრო ოპერაციას იწყებენ ქართული ჯარების კოდორის ხეობიდან განსადევნად. ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით, აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბამ განაცხადა, რომ რეგიონში 2500 ქართველი ჯარისკანი იმყოფებოდა, ხოლო 1000 მშვიდობიანმა მოსახლემ არემარე დატოვა ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით, რომელიც ჯარისკაცებმა ლტოლვილებს გაუხსნეს, სანამ “ქართველი მეომრების განადგურების ოპერაცია” დაიწყებოდა.
Gzt.Ru ჟურნალისტი მადინა შავლოხოვას თქმით ვოსტოკის სპეცბატალიონის ექსმეთაური სულიმ იამადაევი სამხრეთ ოსეთში იმყოფება ვოსტოკის ბატალიონში. მოგვიანებით ეს ცნობა დაადასტურა მისმა ძმამ, ისა იამადაევმა, ვოსტოკის მეხუთ ბრიგადის მეთაურმა. მისი თქმით სულიმი ვოსტოკის 215 ჯარისკაცს მეთაურობს. ადრე სული იამადაევი რუსეთის სისხლის სამართლის მიერ ძიებაში იმყოფებოდა მკვლელობის გამო ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვთან კონფლიქტის დროს.
ასოშეიტედ პრესის ჟურნალისტის ცნობით, მან 135 რუსული სამხედრო მანქანა (მათ შორის ტანკები) დაითვალა, კოდორის ხეობისკენ გზაზე, რომელსაც წინააღმდეგობას ქართველები უწევდნენ. საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიტანეთში განუცხადა სკაი-ნიუზს, რომ რუსული თვითმფრინავები კვლავაც აგრძელებდნენ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას მოსკოვის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტის განცხადების მიუხედავად. სერგეი ბაღაფშის განცხადებით აფხაზურმა ძალებმა აიღეს სოფლები აშარა და ჩხალთა და საქართველოს საზღვრისკენ მიემართებოდნენ. მისი თქმით აფხაზეთი კოდორის ხეობის დიდ ნაწილს აკონტროლებდა.ასევე იუწყებიან, რომ აფხაზთა 250-კაციანი ჯგუფი ქართულ ძალებს ეომებოდა აფხაზეთის საზღვართან ხეობაში. აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ანატოლი ზაიცევმა, განაცხადა, რომ აფხაზეთის ძალებმა ქართველებს ალყა შემოარტყეს კოდორის ხეობაში. მისი თქმით 250 აფხაზ ჯარისკაცს სოფელ ჩხალთასთან ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ზურგს მალე გაუმაგრებდა მეორე აფხაზური ჯგუფი. ხოლო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზზებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ქართველების სამხედრო ობიექტებზე კოდორის ზემო წელში.
პარლამეტის წინ შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა. მან ასევე გამოაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდიოდა. საქართველო ასევე სარჩელს აღძრავდა საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის მიერ 2008 და 1993 წლებში ეთნიკური წმენდის გამო. რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის მოადგილემ რუსეთს მოუწოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, კონფლიქტის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბორის მალახოვმა, მათი ცნობა ნაადრევად ჩათვალა, ვინაიდან კრიზისი ჯერ გადაწყვეტილი არ იყო.
იაპ დე ჰოოპ სხეფერი, ნატოს გენერალუი მდივანი, აცხადებს, რომ საქართველო რჩება ნატოს კანდიდატი ქვეყანა, მიუხედავად კონფლიქტისა.
მოსკოვში ზავის თაობაზე მოსალაპარაკებლად მყოფ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პირად საუბარში პუტინმა განუცხადა, რომ ის „საკაშვილის „კვეცხებით“ ჩამოკიდებას“ აპირებდა. გაზეთის ტაიმზის ცნობით, გაოგნებულ სარკოზის პუტინმა უპასუხა “რატომაც არა, ამერიკელებმა ხომ ჩამოკიდეს სადამ ჰუსეინი.” ბატონი სარკოზი, რომელსაც რუსეთის ლიდერთან შედარებით გულთბილ დამოკიდებულებას აბრალებენ, ბუშს აკრიტიკებს რუსეთის მიმართ უნიათო დამოკიდებულების გამო. მისი განცხადებით, ბუშმა მას დაურეკა 12 აგვისტოს და მრავალჯერ მოუწოდა არ წასულიყო მოსკოვში ზავის მოსალაპარაკებლად.
26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება გამოსცა. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კიდევ ხუთმა სახელმწიფომ (ვენესუალა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ) აღიარა. დღეს ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმის გამართვის თემა აქტიურად განიხილება.