უახლესი ამბები

ფინური NOKIA -ს მობილურების ქვედანაყოფი ამერიკული Microsoft-ის ხელში გადავიდა

26 04 2014 | ავტორი: admin
ფინური NOKIA -ს მობილურების ქვედანაყოფი ამერიკული Microsoft-ის ხელში გადავიდა
გარესამყარო
0

ამიერიდან ამერიკული კომპანია Microsoft-ი არამხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის, არამედ მოწყობილობების მწარმოებელიცაა.

Nokia-ს ქვედანაყოფის შეძენის შესახებ განცხადების შემდეგ 8 თვე გავიდა და Microsoft-მა საბოლოოდ დაასრულა Nokia Devices and Services ქვედანაყოფის შეძენის პროცედურები. Microsoft-მა სატელეფონო ბიზნესში 3,79 მილიარდი ევრო და საპატენტო პორტფოლიოში 1,65 მილიარდი ევრო გადაიხადა. საერთო ჯამში, სატია ნადელას კომპანიას Nokia-ს შეძენა 5,44 მილიარდი ევრო ან 7,2 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. საინტერესოა, რომ 2011 წელს, Microsoft-მა სკაიპი 8.5 მილიარდ დოლარად შეიძინა. ამიერიდან, Microsoft-ი აკონტროლებს 90%-ზე მეტ Windows Phone-სმარტფონს მსოფლიოში. Microsoft-ის კონტროლის ქვეშ გადავიდა ასევე Nokia Asha, Nokia X და ჩვეულებრივი ტელეფონების ქვედანაყოფები. დღეიდან, Microsoft-ი პასუხს აგებს 200 მილიონ Nokia-ს მოწყობილობაზე წელიწადში და ფინური კომპანიის 32 000 თანამშრომელზე.

Nokia-ს ქვედანაყოფის შეძენა ავტომატურად გულისხმობს შვილობილი კომპანიის- Microsoft Mobile-ის დაფუძნებას, რომელიც იქნება დაკავებული Nokia-ს მოწყობილობების შემუშავებით. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა, ზუსტად ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ კორპორაციას სურს Microsoft Mobile-თან დისტანციის დაჭერა.

Nokia-Microsoft-Deal

Microsoft-ი იღებს სრულ კონტროლს Nokia.com-ზე და Nokia-ს ყველა ექაუნთზე სოციალურ ქსელებში. რაც შეეხება Nokia-ს ბრენდს და კომპანიას, როგორც ასეთს, ის გააგრძელებს არსებობას, თუმცა გაცილებით მცირე მაშტაბებით. Nokia კვლავ იმუშავებს საკუთარ ქსელურ ინფრასტრუქტურაზე, HERE-ის ქვედანაყოფზე (Microsoft-ი ლიცენზირებისთვის დამატებით გადაუხდის კომპანიას) და Advanced Technologies-ზე.

რა მოუვა Nokia-ს სმარტფონს?
ბრენდი ფინელების განკარგულებაში რჩება. Microsoft-ი ბრენდ Nokia-ს გამოიყენებს მხოლოდ იაფფასიან ტელეფონებზე (რომლებიც S40-ზე მუშაობენ), რაც შეეხება Asha და Lumia-მოწყობილობებს, ისინი გამოვლენ Microsoft-ის მარიკრებით.

Nokia საკუთარ ბრენდს ვერ გამოიყენებს სმარტფონებში 2016 წლამდე, ხოლო Microsoft-ს მისი გამოყენების 10-წლიანი უფლება აქვს.
გასულ წელს Nokia-მ გამოუშვა 250 მილიონაზე მეტი მოწყობილობა, სადაც 30 მილიონი Windows Phone-ზე მომუშავე სმარტფონებია. ამ 250 მილიონში შედის Lumia, Asha, X და ჩვეულებრივი ტელეფონების სერიის სმარტფონები. Microsoft-მა ახლა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს Asha-ს და X-ის განვითარებას (ბოლოს ბედი ყველაზე საინტერესოა). Microsoft-ი ამ შესყიდვით მეორე ადგილს იკავებს მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიებს შორის, რითაც პირველობას მხოლოდ Samsung-ს უთმობს.

რა დაერქმევა მომავალ მოწყობილობებს? Microsoft-მა სამწუხაროდ ამ კითხვას პასუხი ჯერაც არ გასცა. სტივენ ელოპი გადადის Microsoft-ში და ხდება Xbox, Surface და Lumia-ს ქვედანაყოფების ხელმძღვანელი. ამჟამად Nokia-მ წარმოადგინა მხოლოდ 1 პლანშეტი WindowsRT-ზე და საინტერესოა რა მოუვა Lumia-ს მოწყობილობების დიზაინს. გაგრძელდება თუ არა Nokia-ს სტილი ან გადაიხრება თუ არა ყველაფერი Surface-ის სტილისკენ, ეს ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ინდოეთში მდებარე Nokia-ს უმსხვილეს ქარხანას, ის იხურება, კომპანიამ უარი განაცხადა გადასახადის გადახდაზე რითაც სამუშაოს გარეშე 8000 ადამიანი დატოვა.

ფინელების სიამაყე უკვე ამერიკული ოცნებაა…

წყარო: ინგლისური

წყარო: ქართული