უახლესი ამბები

მედვედევი: რუსეთმა უნდა შეძლოს და შეძლებს კიდეც თავის გამოკვებას

14 08 2014 | ავტორი: admin
მედვედევი: რუსეთმა უნდა შეძლოს და შეძლებს კიდეც თავის გამოკვებას
გარესამყარო
0

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. მედვედევის თქმით, რუსეთის ხელისუფლება მოძებნის საშუალებებს, რათა თავი დააღწიოს იმპორტზე დამოკიდებულებას სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის მიმართულებით.

„ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, ისეთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია და უნდა გამოკვებოს საკუთარი თავი – და არა მარტო გამოკვებოს, არამედ მიაწოდოს კიდეც პროდუქცია სხვა რეგიონებსა და ქვეყნებს“ – განაცხადა მედვედევმა.
ამავე დროს, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთში იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით ეგვიპტიდან, თურქეთიდან, არგენტინიდან, პერუდან და სხვა ქვეყნებიდან.
ექსპერტები სოფლის მეურნეობის საკითხებში თვლიან, რომ ფუნდამეტური ცვლილებებისათვის საჭიროა სტრატეგია.
ახალი გვერდი?
რუსეთის პრემიერმა თავის მოადგილეს, არკადი დვორკოვიჩს დაავალა შეცვალოს 2013-2020 წლების სახელმწიფო პროგრამა. იგივე დაევალათ რუსეთის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებს.
ცვლილებები უნდა შეეხოს იმ სახის სურსათის წარმოებას, რომელის ძირითადი ნაკადი იმპორტით რუსეთში შედის.
7 აგვისტოს, ერთი წლით აიკრძალა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-დან, ავსტრალიიდან, ნორვეგიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.
მედვედევის თქმით, წარმოება მთავრობის სამოქმედო გეგმის წინა პლანზე გადადის.
„საქმე არა მხოლოდ საპასუხო სანქციებშია, ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ გაგავაჩნია ყველა საშუალება, რათა ძირეულად შევცვალოთ ვითარება სოფლის მეურნეობის კუთხით“, – განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის აგრარული უნივერსიტეტის დოცენტი იგორ აბაკუმოვი აღიარებს, რომ განწყობა ოპტიმისტურია, თუმცა საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები, რასაც დიდი დრო სჭირდება.

„იმისათვის, რომ სასოფლო სამეურნეო სისტემაში ძირეული ცვლილებები მოხდეს, საჭიროა გლეხები მინიმუმ უზრუნველყოფილ იყვნენ არა მხოლოდ მოწეული პროდუქციის წაგებისგან, არამედ პირიქით, მოგებითაც. თუ რუსეთში სახელმწიფოს მიერ ერთ ჰექტარ მიწაზე გამოყოფილი დახმარება 500 რუბლია, ევროკავშირში ის 500 ევროა“, – ამბობს აბაკუმოვი რუსულ ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში.
აბაკუმოვის აზრით, როდესაც მედვედევი საუბრობს, რომ რუსეთს შეუძლია საკუთარი თავი გამოკვებოს, ის ერთეულ შემთხვევებს გულისხმობს.
„ჩვენ გავაქვს მეურნეობა, რომელიც უკეთესად მუშაობს, ვიდრე ევროპული ან ამერიკული – ეს ერთეულებია, რომელთაც კოლექტივი 1991 წლიდან შეინარჩუნეს. ესენი არიან პროფესიონალები, რომელთაც შეინარჩუნეს კარგი ურთიერთობა ბანკებთან. ეს წარმოება ჩვენთან როგორც თეთრი ყვავები ისეა“, – განმარტავს დოცენტი.
ამერიკული ჩარევა
სავაჭრო გავნითარებისა და აგროდაგეგმარების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ გრუდინი თვლის, რომ უწყებებს სახელმწიფოსგან რაიმე კონკრეტული გარანტიები ჯერ არ მიუღიათ.
„დღეს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვადასხვა თანამდებობის პირები მიაწყდნენ მოლაპარაკებებს ყველასთან, ვისთანაც კი შეძლეს – ბრაზილიასთან, არგენტინასთან, ჩინეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან – რათა ჩაანაცვლონ ერთი იმპორტული პროდუქტი მეორეთი“, – განაცხადა გრუდინინმა.
თავის მხრივ, რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნიკოლაი ფედოროვმა განაცხადა, რომ მოწოდების გაზრდას თურქეთის, არგენტინისა და პერუს გარდა ირანთან, ისრაელთან, მაროკოსთან და ბრაზილიასთან განიხილავენ.
„ჩვენ ჯერ არ გვესმის, რომ გლეხებს მართლა მოუხსნიან ყველა გადასახადს, გაუწევენ ფინანსურ დახმარებას, უზრუნველყოფენ ბაზარზე გასვლას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ეკონომიკური მეთოდებით“ – აღნიშნა გრუდინინმა.
ექსპერტის აზრით, გლეხებმა მიიღეს მხოლოდ მოწოდება – „დაიწყეთ მზადყოფნა“ და არ მიუღიათ იმის გარანტია, რომ როდესაც ერთი წლის შემდეგ წარმოება გაიზრდება, მაშინ დასავლეთიდან დაბრუნდება შედარებით იაფი პროდუქცია.
სტეიკი – როგორც სახელმწიფო დავალება
რუსეთის პრემიერს დაგეგმილი აქვს შეხვედრა რუსეთის პრესტიჟულ აგროსექტორის წარმომადგენლებთან, რათა გაერკვეს თუ რომელი მიმართულებით ესაჭიროება წარმოებას ინვესტიცია.
მედვედევის განცხადებით, ვაშლისა და მსხვილფეხა საქონლის ხორცის წარმოების გაზრდა „მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დავალებაა“.
იგორ აბაკუმოვის განმარტებით, საუბარია ხარებზე, რომლისგანაც ხარისხიან ხორცს იღებენ.
„ეს ის ცნობილი სტეიკებია. ამისათვის საჭიროა არა მარტო ის, რომ გყავდეს ხარი, არამედ საჭიროა გქონდეს მაღალი ტექნოლოგიები, რათა ბალახისგან აწარმოო ხორცი“ – განმარტავს აბაკუმოვი.

ექსპერტის თქმით, რუსეთის კლიმატის პირობებში საქონელი იმყოფება დახურულ შენობებში, დასავლეთში კი მხოლოდ წვიმის დროს ხდება საქონლის ჩაკეტვა, ამიტომ, სტეიკის ხარისხი იგივე ვერ იქნება. მისივე თქმით, საჭიროა წარმოება და მომსახურება გაუტოლდეს მსოფლიო სტანდარტებს და დასძენს, რომ თუ სახელმწიფო მთელ თავის ძალებს სოფლის მეურნეობას მოახმარს, ამ შედეგის მიღება მაინც შეუძლებელი იქნება.

მომზადებულია bbc.co.uk-ს მასალების მიხედვით

ირაკლი თორია