უახლესი ამბები

„დიდი შვიდეული“ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

26 04 2014 | ავტორი: admin
„დიდი შვიდეული“ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს
გარესამყარო
0

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერების განცხადება ვრცელდება, რომელშიც ნათქვამია, რომ „დიდი შვიდეული“ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს.

„უკრაინაში მომდევნო თვეს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ჩატარების უზრუნველყოფის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, რათა გავაძლიეროთ მიზანმიმართული სანქციები და ზომები, რომელიც რუსეთის ქმედებების საფასურს კიდევ უფრო გაზრდის“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.