უახლესი ამბები

ედუარდ ლუკასი: „არ ვფიქრობ რომ ცივი ომი ოდესმე დასრულებულიყოს“

18 08 2014 | ავტორი: admin
ედუარდ ლუკასი: „არ ვფიქრობ რომ ცივი ომი ოდესმე დასრულებულიყოს“
გარესამყარო
0

ერთ-ერთმა უდიდესმა სოვეტოლოგმა, ბრიტანული „ეკომომიკსის“ მიმომხილველმა ედუარდ ლუკასმა ლიტვურ ტელეარხ Info Tv-სთან დაადასტურა, რომ ცივი ომი რუსეთს არასოდეს დაუსრულებია და მხოლოდ დროის საკითხი იყო თუ როდის გაუარესდებოდა ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის. მან აღნიშნა:

– ახალი ცივი ომი მრავალი წლის წინ დაიწყო. სინამდვილეში, არ ვფიიქრობ, რომ ის საერთოდ ოდესმე დასრულებულიყოს. 1990 -იან წლებში რუსეთს კონფლიქტი ჰქონდა მეზობლებთან, ხოლო სხვადასხვა მართვად სტრუქტურებში ანტიდასავლურ ხედვას ავრცელებდა.
ვითარება საგრძნობლად გაუარესდა პუტინის პრეზიდენტობის პოსტზე დაბრუნების შემდეგ. რუსეთი თავისი ფულით, რესურსებითა და პროპაგანდისტული კამპანიით ცდილობს დაარწმუნოს მეზობლები, რომ ის უნდა იყოს დომინანტი მეზობელ ქვეყნებში. რუსეთის ეს პოლიტიკა ახალი არ არის.
მრავალი წელია ხალხს მოვუწოდებ, არ შეიძინონ რუსული პროდუქტები, რადგან ამ ქვეყნის ბიზნესი დანაშაულებრივ რეჟიმთანაა მიბმული. ყოველთვის არსებობს შანსი იმისა, რომ ურთიერთობა რუსეთთან გაუარესდება. რეზულტატში მე მოვუწოდებ ქვეყნებს მოახდინონ თავიანთი ექსპორტის დივერსიფიცირება და არ მიმართონ მხოლოდ რუსეთისკენ. ვიმედოვნებ, ქვეყნები, რომლებმაც სანქციებით იზარალეს, გამოიყენებენ ამას, როგორც თავიანთი ეკონომიკური პროფილის შეცვლის შესაძლებლობას.
რუსეთში ვითარება მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება. პუტინი საკუთარ თავს კუთხეში ამწყვდევს. ის უკრაინისგან და დასავლეთისგან დემონს ქმნის. პუტინი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ უკრაინას ფაშისტები მართავენ, რომლებიც ბავშვებს კლავენ და სხვა სასტიკ დანაშაულს სჩადიან.
ეს სიცრუეა, მაგრამ რუს ხალხს ამ ტყუილის სჯერა. პუტინს გაუძნელდება, უკრაინული კრიზისის დასრულების შემდეგ მშვიდად წავიდეს. შესაძლოა მან თავისი ბინძური საქმეები მოლდოვასთან ან ბალტიის სხვა ქვეყნებთან წამოიწყოს. შეეცდება ეკონომიკური წნეხის ქვეშ მოაქციოს უკრაინა. პრობლმა იმაშია, რომ სანამ რუსეთს პუტინის რეჟიმი მართავს, პრობლემები მუდამ იქნება.
მალაიზიური თვითმფრინავის განადგურება არ გამოაფხიზლებს ევროპას, რათა მან საბოლოოდ გაიგოს თუ ვისთან აქვს საქმე. კარგი ამბავი არის ის, რომ უკრაინული არმია ტერორისტებს ამარცხებს.
გარდა ამისა, ვეჭვობ, რომ ნატო გაიაზრებს, რომ ვითარება ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების მხრივ შეიცვალა და რისკები გაიზარდა. არ ვიცი, არსებობენ თუ არა ევროკომისიაში ისეთი ლიდერები, რომლებიც ამ პრობლემას გადაჭრიან. იმედგაცრუებული ვარ აშშ-ის პოზიციით უკრაინის მიმართ. არ მგონია, რომ ბარაკ ობამას ევროპის უსაფრთხოებაში ჩართვა სურს.
თუ უკრაინულ ახალ ამბებს შევხედავთ როგორც ხანმოკლე პერსპექტივას, მაშინ ის დადებითია, მაგრამ სიღმეში ჩახედვისას ვნახავთ პესიმისტურ განწყობას“- აღნიშნავს „ეკომომიკსის“ მიმომხილველი ედუარდ ლუკასი.
შეუძლიათ თუ არა დასავლურ ქვეყნებს მოიმოქმედონ რაიმე, რათა „რუსი მშვიდობისმყოფელები“ არ შეიჭრან უკრაინაში?
„რუსი მშვიდობისმყოფელები იმყოფებიან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. რუსეთმა ეს ტაქტიკა ძალზედ კარგად გაითავისა. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რათა გაგზავნოს „მშვიდობისმყოფელები“. როდესაც დახმარება ჰუმანიტარული კორიდორით მიდის, მათი გარჩევა ძალიან რთულია. რუსეთის უკრაინიდან წასვლის იძულება კიდევ უფრო რთული ამოცანაა, რომელიც შეამოწმებს ევროპის ჩამოყალიბებულობას“, – განმარტავს ლუკასი.
პუტინის მომდევნო ნაბიჯი?
„პუტინი გააგრძელებს თავის აგრესიულ და რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც სხვა ქვეყნებისკენ მიმართავს. პუტინს სხვა ადამიანების არ ესმის, მაგალითად ფინანსთა მინისტრის.
პუტინის გარემოცვა დასავლეთში ვითარების გაუარესებითაა დაინტერესებული. ის იმედოვნებს, რომ დასავლეთი დამარცხდება და შეეცდება მის დასუსტებას. პუტინი იძულებულიც რომ გახდეს უკრაინის მოვლენებიდან გავიდეს, რუსეთს მაინც არასახარბიელო მომავალი ელის. რუსთი საბოლოოდ იზოლირებული, დესტაბილიზებული ქვეყანა გახდება“, – აღნიშნავს სოვეტოლოგი.

მომზადებულია www.kavkazcenter.com-ის მასალების მიხედვით

ირაკლი თორია