უახლესი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე: „არ მგონია, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება“

22 08 2014 | ავტორი: admin
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე: „არ მგონია, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება“
გარესამყარო
0

პუტინის გამარჯვება უკრაინასთან მიმართებაში შეიძლება სახიფათო გახდეს მსოფლიოს სხვა ლიდერებისთვისაც, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ამიტომ, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ამ წარმატების არდაშვება.

აღნიშნულ მოსაზრებას ვაშინგტონში ცნობილი პოლიტოლოგი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე სტრობ ტელბორტი გამოთქვამს, – იუწყება „ამერიკის ხმა“.

დისკუსიაში, რომელიც რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნებოდა, სპეციალისტთა ფართო წრე იღებდა მონაწილეობას და ყოველ მათგანს განსაკუთრებით მოახლოებული კვირა აინტერესებდათ.

სტრუბ ტელბორტის თქმით, კრემლის მეთაურისთვის გადამწყვეტი პერიოდის დადგომას ორი სცენარი აქვს:
„უახლოეს კვირაში მე ვხედავ ორ გზას: ის ან ჩაერთვება რელურ უკრაინასთან ომში , რაც გამანადგურებელი იქნება რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც, და მეორე – ის უკან დაიხევს. მე ვერ წარმოვიდგენ მას ადამიანად, რომელიც უკან იხევს“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ტელბოტმა აუდიტორიასთან აღნიშნა, რომ КГБ-ში პუტინის მუშაობის დროს ის რანგით დაუწინაურებიათ, რადგან ეს უკანასკნელი ვერ საზღვრავდა „საფრთხის გაანალიზებას“. „ფაქტია, რომ საქმე გვაქვს პრობლემასთან“, – ხაზს უსვამს ტელბოტი. ამასთან, გავლენითა და ხელის მოქნევით, პუტინს შირად ადარებენ სტალინს, მაგრამ „პუტინი სტალინი არ არის“.

„ის დამოკიდებულია ელიტაზე, რომელიც მის ირგვილვაა, ეს ელიტა კი საკმარისად გლობალიზირებულია… ჩვენ მხოლოდ იმის იმედიღა დაგვრჩენია, რომ ის გაითვალისწინებს საკმაოდ ბევრი ადამიანის აზრს და არ ჩებმევა ფართომასშტაბიან ომში“, – განმარტავს ექსპერტი.

„დავიწყოთ იქიდან, რომ პუტინს ფართომაშტაბიანი ომის წამოწყება ჩვენთვის დაგებულ მახედ მიაჩნია. ამ მხრივ ის ძალიან ფრთხილია, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ის უკრაინაში შეიჭრება ,“ – აცხადებს ტელბორტი.

დისკუსიაში მონაწილე ანალიტიკოსის აზრით, პუტინის გეგმები უკრაინას საკმაოდ სცდება.

მომზადებულია kavkazcenter.com-ის მასალების გამოყენებით „აფხაზიანიუსისთვის“,

ირაკლი თორია.