უახლესი ამბები

რაულ ხაჯიმბამ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვების შესახებ განაცხადა

25 08 2014 | ავტორი: admin
რაულ ხაჯიმბამ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვების შესახებ განაცხადა
პოლიტიკა
0

დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვადამდელ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვების შესახებ განაცხადა. აღნიშნული შედეგი უკვე დაადასტურეს მის კონკურენტ ასლან ბჟანიას შტაბშიც.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცესკოს“ თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუას განცხადებით, 24 აგვისტოს გამართულ არჩევნებში ხმების 50.57% რაულ ხაჯიმბამ მიიღო.