აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება.
მისი თქმით, მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ძალები მონაწილეობენ.
„რუსეთმა მიზანმიმართულად და არაერთხელ დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა ობამამ.
ამერიკის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ტელეფონით ისაუბრა.
„აქამდე თუ მცირე ეჭვი მაინც არსებობდა ახლა უკვე ჩვენ ორივე იმ აზრს ვიზიარებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ძალადობაზე პასუხისმგებელი რუსეთია“, – განაცხადა ობამამ მერკელთან საუბარის შეფასებისას.
„რუსეთი ძალადობას კვებავს. რუსეთმა მოამზადა სეპარატისტები. რუსეთმა შეაიარაღა ისინი. რუსეთი მათ აფინანსებს“, – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.