ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის თავისუფალ განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
„დღეიდან ოფიციალურად, ფორმალურად შესაძლებელია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე ყოველგავრი დამატებითი გადასახადის გარეშე საქართველოდან პროდუქციის შეტანა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა მეწარმეებმა, მწარმოებლებმა უმოკლეს დროში შეძლონ სტანდარტების შესაბამის დონემდე მიყვანა ის ვისაც ეს სჭირდება“,- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.