უახლესი ამბები

რუსი ექსპერტები ხაჯიმბას მიერ დე ფაქტო აფხაზეთში რეფორმების გატარებას ეჭვქვეშ აყენებენ

06 09 2014 | ავტორი: admin
რუსი ექსპერტები  ხაჯიმბას მიერ დე ფაქტო აფხაზეთში რეფორმების გატარებას ეჭვქვეშ აყენებენ
კონფლიქტები
0

დე ფაქტო აფხაზეთის ახლად არჩეული ე. წ. პრეზიდენტი პოლიტიკური რეფორმის გატარებას შეეცდება. კერძოდ, პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით; ამ აზრს იზიარებენ ადგილობრივი დამკვირვებლები ინალ ხაშიგი და არბა ინალ-იპა. ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკურ რეფორმების გატარებას სკეპტიკურად უყურებენ რუსი ექსპერტები ალექსეი მალაშენკო და ალა იაზიკოვა. ე. წ. არჩევნების შედეგები განსაკუთრებულ ცვლილებებს არ მოახდენს საგარეო პოლიტიკისა და საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ, განაცხადა ქართველმა კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ.

ხაშიგი: ხაჯიმბა ხვდება, რომ არსებული ფორმის პრეზიდენტის ინსტიტუტი აფხაზეთში ქრონიკულ კრიზისს წარმოქმნის.
რაულ ხაჯიმბა სავარაუდოდ წამოაყენებს პრეზიდენტისთვის უფლებების შეზღუდვის პროგრამას, აღნიშნავს „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი, ინალ ხაშიგი. „დღეისათვის, არსებული ფორმის პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმოქმნის უდიდეს ქრონიკულ კრიზისს. ხაჯიმბას ესმის, რომ თუ ის არ გაუნაწილებს ძალაუფლებას პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს, არა მხოლოდ მას, არამედ ქვეყანასაც არ ექნება მომავალი“,- განაცხადა ინალ ხაშიგმა.
მისი თქმით, პარლამენტში ამჟამად პოლიტიკურ რეფორმასთან დაკავშირებული რამდენიმე საკანონმდებლო პროექტი დევს . გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატებმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელი მაოწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იქმნება კოალიციური მმართველობა, რომელიც წლის განმავლობაში პოლიტიკურ რეფორმას გაატარებს.
ეკონომიკური საკითხების შეფასებისას, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რაულ ხაჯიმბა, ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ამუშავებდა ეკონომიკური გარდაქმნების გეგმას. „ვფიქრობ, წლის მანძილზე, განხორციელების მიზნით, მისი შესწავლა მოხდება“, – აღნიშნავს ხაშიგი.
გალის თემაზე კომენტირებისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაცხოვრებელთა გაყოფა ახლა სავარაუდოდ ორ კატეგორიად მოხდება, „ვიღაც მიიღებს აფხაზეთის მოქალაქეობას, ვიღაც საქართველოს მოქალაქედ დარჩება. ვფიქრობ, ინდივიდუალური მიდგომა იქნება, მთელი სამუშაო კი ვფიქრობ, წელიწადზე მეტხანს გასტანს“, – აღნშნა „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარმა რედაქტორმა.
ინალ-იპა: თუ გალელების აფხაზეთში ინტეგრაციის ინიციატორად ხაჯიმბა არ გამოვა, ეს სამოქალაქო სექტორმა უნდა გააკეთოს.
აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ თანათავმჯდომარე არდა ინალ-იპამ აღნშნა, რომ ამჟამად აფხაზეთის პარლამენტში ექსპერტების მიერ შემუშავებული პოლიტიკური რეფორმების გეგმა დევს. „წინაა დიდი სამუშაოები, რომელიც უკვე დაიწყო“,- აღნიშნავს ინალ-იპა.
მანვე ასევე იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება აფხაზურ ბიზნესს დაეხმარება. „გასაგებია, რომ რუსული ინვესტიციის გარეშე ეს შეუძლებელია, მაგრამ საკუთარი ბიზნესის გაღრმავება აუცილებელია“, – აღნშნა ექსპერტმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, არ ეთანხმება იმას, თუ რა გზებითაც მოაგვარა ხელისუფლებამ გალის რაიონის მცხოვრებთა პრობლემა.
„ვიმედოვნებ, რომ სამოქალაქო სექტორი ამ პრობლემას ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების დაცვის მხრივ მიუდგება. არსებული ვითარება საფრთხის მომასწავებელია ქვეყნისთვის“, აღნიშნავს ექსპერტი და ხაზგასმით ამბობს, რომ თუ ხაჯიმბა გალის რაიონის მაცხოვრებელთა აფხაზეთში ინტეგრაციის ინიციატივით არ გამოვა, მაშინ ეს სამოქალაქო სექტორმა უნდა გააკეთოს.
მალაშენკო: აფხაზეთისთვის აუცილებელია ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა, მაგრამ ძირითადი ინვესტიციები რუსეთიდან და თურქეთიდან იქნება.
მოსკოვის კარნეგის ცენტრის საბჭოს წევრი ალექსეი მალაშენკო სკეპტიკურად უდგება აფხაზეთში რეფორმების გატარების საკითხს. „საერთოდ, როდესაც მესმის პროექტების შესახებ პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს გამოკლებით), ეს უნდობლობას მიჩენს. პოლიტიკური რეფორმები ნახევრად ტრადიციულ, მრავალეროვნულ, ამავე დროს რუსეთზე დამოკიდებულ საზოგადოებაში მხოლოდ ომით და თავისუფალი ხელებით შეიძლება. ხაჯიმბას კი ხელები შეკრულ-შებოჭლი აქვს“,- აცხადებს მალაშენკო.

ამავე აზრს იზიარებს ის აფხაზეთის ეკონომიკის საკითხშიც. „რა შეიძლება აქ გაკეთდეს? სოფლის მეურნეობის წამოწევა ძალზედ რთულია, ტურიზმის განვითარებაც ძალიან რთულია. მაგრამ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება“, – ხაზს უსვამს მალაშენკო.
ისევე როგორც ინალ-იპა, ისიც აღნიშნავს ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის აუცილებლობას. „არ შეიძლება სულ იმის იმედად ყოფნა, რომ ფული ციდან ჩამოვარდება“ – ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ აფხაზეთში ინვესტიციის ძირითადი წყარო შესაძლოა თურქეთი და რუსეთი იყოს, რადგან აფხაზურ ბიზნესში ფული არ არის, აფხაზური დიასპორა კი არ ამ ფულს არ გაიღებს.
ამასთან, ალექსეი მალაშენკო აღნიშნავს, რომ ამჟამად, ქართულ-რუსული ურთიერთობების გამოსწორების პერიოდში, რაულ ხაჯიმბას აფხაზეთში გალის მოსახლეობის ინტეგრაციის დიდი აქვს შანსი. „მთავარია ავიღოთ ის სტრატეგია, რომ აფხაზეთი მრავალეთნიკური რეგიონია და ის, ვინც იქ ცხოვრობს, ქვეყნის მოქალაქეა. ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, ისევე როგორც აფხაზეთისთვის“, – ამტკიცებს ექსპერტი.
იაზკოვა: ხაჯიმბას ძალისხმევა ეკონომიკისკენ იქნება მომართული
შავი ზღვისა და ხლმელთაშუა ზღვის ინსტიტუტის ევროპა რან-ის ხელმძღვანელი ალა იაზკოვა ეჭვის თვალით უყურებს აფხაზეთში პრეზიდენტის ინსტიტუტისათვის უფლებების შემცირების საკითხს.
„საპარლამენტო რესპუბლიკა – რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ის ეფექტიანია უფრო განვითარებულ ქვეყნებსა და საზოგადოებაში. აფხაზეთში კი აუცილებელია საპრეზიდენტო მმართველობა, იქ გადაწყვეტილების მისაღებად ცენტრალური მთავრობაა საჭირო. საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე ძალიან დიდი მანძილია“, – ამობს იაზკოვა.
მისი აზრით, ხაჯიმბას ძალისხმევა სწორედ ეკონომიკისკენ იქნება მიმართული, ვინაიდან, მის წრეში უხვად არიან მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები, რომელთაც კარგი განათლება და სამსახური უნდათ.
იაზკოვა მიიჩნევს, რომ მთავრობა გააღრმავებს ურთიერთობას გალისა და საქართველოს ეკონომიკურ კონტაქტებთან, რაც რეგიონს წააადგება.
არეშიძე: კამპანიაში ძალოვნების მონაწილეობა იმის ვარაუდის მიზეზს არ გვაძლევს, რომ მთავრობაში უფრო ფართო ხედვების მქონე ადამიანი მოვიდა.
ახალი პრეზიდენტის არჩევა არსებით ცვილებებს არ მოახდენს საგარეო პოლიტიკისა და ქართული უმცირესობის მიმართ დამოკიდებულებაში, – მიიჩნევს მამუკა არეშიძე. „არ ვფიქრობ, რომ აფხაზეთშ მოვიდა ადამიანი, რომელიც არაორდინარულ ნაბიჯებს გადადგამს, პრეზიდენტობის ოთხივე კანდიდატი ყოფილი ძალოვანია, რომლებიც მოსკოვთან მუდმივ კონტაქტში იყვნენ. ეს არ გვაძლევს იმის ვარაუდის მიზეზს, რათა ვიფიქროთ, რომ აფხაზეთში მოვიდა ადამიანი, რომელიც პოლიტიკის დივერსიფიკაციაზე იფიქრებს“, – განაცხადა არეშიძემ.
ის ვარაუდობს, რომ აფხაზეთში გაგრძელდება „დისკრიმინაციული დამოკიდებულება“ ეთნიკურად ქართველი გალისა და ტყვარჩელის მოსახლეობის მიმართ. ამასთან, არჩევნებში 22 ათასი მოსახლის გამოთიშვა უკვე ქმნის არჩევნების არალეგიტიმურობის ეჭვს.
„აფხაზეთში ასევე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ მათ არავინ ეხება. ეს იძლევა იმის საბაბას, რათა ვიფიქროთ – ეს არის დისკრიმინაციული რეჟიმი და არჩევნებიც ასეთივე იყო“, – აცხადებს არეშიძე.

მომზადებულია kavkaz-uzel.ru-ს მასალების მიხედვით

ირაკლი თორია