უახლესი ამბები

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა

28 04 2014 | ავტორი: admin
საქართველოს ძიუდოს ნაკრები ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა
საზოგადოება
0

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოისტთა შორის ქართველთა ტრიუმფით დასრულდა. ტურნირის ფინალური აკორდი იყო გუნდური ასპარეზობის ფინალი ვაჟთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრები (მწვრთნელი ირაკლი უზნაძე) რუსეთის ნაკრებს შეხვდა.

პირველ ბრძოლაში შალვა ქარდავა დამარცხდა გადანოვთან. საქართველოს ნაკრებმა მაშინვე გაათანაბრა. ნუგზარ ტატალაშვილმა გაფრთხილებით მოუგო მეტოქეს – 1:1.

ავთანდილ ჭრიკიშვილმაც მეტოქე გაფრთხილების წყალობით დაამარცხა. ხოლო ჩვენს გუნდს გამარჯვება ვალერი ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც მეტოქე – 3:1 დაამარცხა.

ბოლო შეხვედრას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა ადამ ოქრუაშვილმა მაინც იმარჯვა – 4:1.
საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ინდივიდუალურ ასპარეზობებში ქართველებმა 4 მედალი აიღეს: 2 ოქრო (ვალერი ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი) და 2 ვერცხლი (ამირან პაპინაშვილი, ადამ ოქრუაშვილი).