უახლესი ამბები

ქართველი ფეხბურთელის გამო სტამბოლის აეროპორტში სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო

28 04 2014 | ავტორი: admin
ქართველი ფეხბურთელის გამო სტამბოლის აეროპორტში სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო
საზოგადოება
1

სტამბოლის აეროპორტში, ქართველი ფეხბურთელი, 16 წლამდე ნაკრების წევრი დააკავეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ინციდენტი შაბათს მოხდა, როდესაც ნაკრები მაკედონიიდან საქართველოში, თურქეთის გავლით ბრუნდებოდა.

„ფეხბურთელი ბორტგამცილებელს გაეხუმრა, რომ მას თან ჰქონდა ე. წ. „საათი ბომბი“. ეს იყო ხუმრობა, ცხადია, თუმცა პილოტმა გადაწყვიტა, პოლიციისთვის ეცნობებინა. თვითმფრინავი დაცალეს და რეისი სამი საათის დაგვიანებით განხორციელდა.

ფეხბურთელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. იგი დაკითხვის შემდეგ, დაახლოებით 1 საათში, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს”, – განაცხადეს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში.

დაკავებული ქართველი ფეხბურთელის გათავისუფლებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო თურქეთში და ფეხბურთის ფედერაცია.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები (1998 წელს დაბადებულები) მაკედონიაში, “Development Cup”-ის გათამაშებაზე იმყოფებოდა.