უახლესი ამბები

კანადა რუსეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს

09 09 2014 | ავტორი: admin
კანადა რუსეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს
გარესამყარო
0

კანადამ რუსეთი პროვოკაციაში დაადანაშაულა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავ ზღვაში „ნატო-ს“ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად შესულ კანადურ ხომალდს რუსულმა თვითმფრინავებმა გადაუფრინეს. მათივე ცნობით, ხომალდ „ტორონტოს“ სამმა რუსულმა სუ-24-ის ტიპის თვითმფრინავმა გადაუფრინა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული ქმედება რუსეთისმხრიდან პროვოკაციად შეაფასა. რობ ნიკოლსონის განცხადებით, კანადა და მისი მოკავშირეები შესაძლო თავდასხმაზე საპასუხოდ ემზადებიან.

„ეს ყველაფერი პუტინის აგრესიული რეჟიმის და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგია“,- აცხადებს ნიკოლსონი. კანადის თავდაცვის მინისტრს რუსეთის თავდაცვის უწყება პასუხობს და აცხადებს, რომ რეგიონში მართლაც იმყოფებოდნენ საფრენი აპარატები, თუმცა კანადურ ხომალდს არ მიახლოვებიან.