უახლესი ამბები

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კლდისწყაროს მკვიდრი ორი ქართველი დააკავეს

28 04 2014 | ავტორი: admin
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კლდისწყაროს მკვიდრი ორი ქართველი დააკავეს
კონფლიქტები
0

რუსმა ოკუპანტებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს მკვიდრი ორი ქართველი დააკავეს. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, დაკავებულები არიან ბესიკ გელაშვილი და გიორგი ხარაზიშვილი.

არსებული ინფორმაციით, ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ თორჩანას ტერიტორიაზე ჯონჯოლის საკრეფად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გადაიყვანეს დაკავებული ქართველები.