უახლესი ამბები

ამერიკელები რუსებთან ერთად კოსმოსში აღარ გაფრინდებიან – არ აფასებენ

16 09 2014 | ავტორი: admin
ამერიკელები რუსებთან ერთად კოსმოსში აღარ გაფრინდებიან – არ აფასებენ
გარესამყარო
0

ლონდონურმა გაზეთმა Times კოსმოსის მაგალითზე  უპასუხა რუსი ნასვამი ადამიანის ტრადიციულ კითხვას: „შენ მე მაფასებ?“ გაზეთი წერს:

რუსეთი კოსმონავტთა მომზადების პროგრამის ნაწილის ოკუპირებულ ყირიმში გადატანას გეგმავს.
ზღვაზე გასამართ ვარჯიშებს „რუსკოსმოსი“ სევასტოპოლის სამხედრო ბაზაზე გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოელ კოსმონავტებს ყირიმში უკრაინული ვიზის გარეშე ჩასვლა მოუწევთ.

სწავლებაზე უარის თქმა მის შეუსრულებლობას და ავტომატურად კოსმონავტის დისკვალიფიკაციას ნიშნავს. „არ იქნება ყირიმში სწავლება- არ იქნება კოსმოსში გაფრენა“, – განაცხადა ნასა-ს ფრენების ცენტრის ყოფილმა სპეციალისტმა ჯიმ ობერგმა.

ევროპული კოსმოსური სააგენტოები და ნასა მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი კოსმონავტის რუსული მომზადების საკითხებზე. გარდა ამისა ხომალდებზე ასტრონავტები რუსული კოსმოსური ხომალდით,  „სოიუზით“ მიჰყავთ.
კოსმოსური კომპანიები მალე დიდი დილემის წინაშე წარსდგებიან: თვალები დახუჭონ თავიანთი თანამშრომლების ყირიმში გამგზავრებაზე უკრაინული ვიზის გარეშე, რაც ნიშნავდეს იქნება რეგიონის ახალი დიპლომატიური სტატუსის აღიარებას, ან გადახედოს „რუსკოსმოსსთან“ თანამშრომლობას.

მომზადებულია www.kavkazcenter.com-ის მასალების მიხედვით