უახლესი ამბები

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კანადამაც გაამკაცრა

17 09 2014 | ავტორი: admin
რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კანადამაც გაამკაცრა
გარესამყარო
0

ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ რუსეთს სანქციებს კანადა უმკაცრებს. შეზღუდვები 4 პირსა და 6 კომპანიას, მათ შორის „Сбербанк-საც“ დაუწესდება. კომპანიებს შორის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებია.

კანადის ხელისუფლების განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიმართ მათი მოწოდებების მიუხედავად, პროგრესი უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არ შეინიშნება.

სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს შეერთებული შტატები. თეთრ სახლში სანქციების ეფექტურობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რუბლის კურსის დაცემა უცხოურ ვალუტასთან შედარებით, სწორედ აკრძალვების შედეგია.