უახლესი ამბები

ექსპერტთა აზრით რასმუსენის წასვლის შემდეგ ნატო რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს

17 09 2014 | ავტორი: admin
ექსპერტთა აზრით რასმუსენის წასვლის შემდეგ ნატო რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს
გარესამყარო
0

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ანიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსმა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ვერ შეძლო. როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, ეს მოსაზრება მან გენერალური მდვინის რანგში მუშაობის შეფასებისას, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამოთქვა.

რასმუსენის თქმით, ალიანსი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ყველა იმ სფეროში, „რაც შეეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს, თუმცა რუსულმა მხარემ ჩვენი ყოველი მცდელობა უარყო“.
რასმუსენმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი აგრძელებს ნატო-ს აღქმას, როგორც მოწინააღმდეგედ და არა როგორც პარტნიორად.
ანდრეს ფოგ რასმუსენი 2001-2009 წლებში დანიის პრემიერ-მინისტრი იყო. 2009 წელს მან ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტი დაიკავა. მისი ვადა ამ პოსტზე 2014 წლის სექტემბერში იწურება. 1 ოქტომბერს რასმუსენის ადგილს ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი დაიკავებს.
რასმუსენის რიტორიკა რუსეთის მიმართ ხშირად ატარებდა აგრესიულ ხასიათს, განსაკუთრებით უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის პერიოდში. ექსპერტები ელიან, რომ ალიანსის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება, რაც სტოლტენბერგისა და ვლადიმერ პუტინის კარგ ურთიერთობაზე იქნება დამყარებული.

მომზადებულია Lenta.ru-ს მასალების მიხედვით

ირაკლი თორია