უახლესი ამბები

დღეს პეტრო პოროშენკო ბარაკ ობამას შეხვდება

18 09 2014 | ავტორი: admin
დღეს პეტრო პოროშენკო ბარაკ ობამას შეხვდება
გარესამყარო
0

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს ვაშინგტონში ჩადის, სადაც ბარაკ ობამასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

თეთრი სახლის ცნობით, საუბრის მთავარი თემა ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობის მშვიდობიანი დარეგულირების გზები იქნება.

მანამდე პოროშენკომ შეხვედრები კანადაში გამართა, სადაც ქვეყნის პრემიერ სტივენ ჰარპერს შეხვდა, რა დროსაც ლიდერებმა უკრაინაში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ, სტივენ ჰარპერმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინას, შეღავათიანი კრედიტის სახით, 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს.