უახლესი ამბები

გიორგი მარგველაშვილი – „ესტონეთი ჩვენი ნატოში ინტეგრაციის მომხრეა“

29 04 2014 | ავტორი: admin
გიორგი მარგველაშვილი – „ესტონეთი ჩვენი ნატოში ინტეგრაციის მომხრეა“
გარესამყარო
0

საქართველოს პრეზიდენტმა  ჟურნალისტებთან ესტონეთში გამართული შეხვედრები შეაფასა.

„შევხვდით ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს იყო უაღრესად იმედის მომცემი შეხვედრები, განსაკუთრებით იმ დაძაბულ ვითარებაში, რომელიც ახლა არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით ესტონეთის სრული მხარდაჭერა, როგორც ჩვენი ნატოში ინტეგრაციის, ასევე ევროპასთან ასოცირებისა და ევროპის ოჯახში გაწევრების მიმართულებით. ეს იყო მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერა საქართველოსა და ჩვენ მიერ არჩეული სტრატეგიული კურსის მიმართ. მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ის, რაც ყველა შეხვედრაზე აღვნიშნე, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ესტონელი პარტნიორების მიერ გამოხატული მხარდაჭერისათვის“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტის მიერ გამართულ გალა-სადილს დაესწრო, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად თბილისში გაემგზავრა.