„ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, სათავეში ჩაუდგეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას“, – ეს განცხადება ბარაკ ობამამ გააკეთა. მისი თქმით, კოალიციაში გასაერთიანებლად მზაობა უკვე 40-მა ქვეყანამ გამოთქვა.
ობამას თქმით, დაზვერვის სამსახურს არ აქვს ინფორმაცია რადიკალური დაჯგუფების მიერ შეერთებულ შტატებზე თავდასხმის მომზადების შესახებ.
„თუმცა, დაჯგუფების ლიდერები არაერთხელ დაემუქრნენ ამერიკას და მის პარტნიორებს. ასე რომ, მომავალში „ისლამურმა სახელმწიფომ“, შესაძლოა, რეალური საფრთხე შექმნას“, – აღნიშნა შტატების პრეზიდენტმა.