უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლოს წლის დაწყებასთნ დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

22 09 2014 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლოს წლის დაწყებასთნ დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
მეცნიერება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყებასთნ დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ვახტანგ ყოლბაიამ სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ პირველკურსელებსა და კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა.

„მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის სტუდენტებს. 21 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას იწყებენ არა სოხუმში, არამედ თბილისში. ეს ძალიან დასანანია, მაგრამ, მეორე მხრივ, მადლობა თბილისს, რომ მიგვიღო, შეგვიკედლა და შეგვიქმნა პირობები, რომელიც სრულფასოვანი სწავლის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს. ძალიან მიხარია,სოხუმის უნივერსიტეტი 22.09 (7) რომ წელს ჩვენი უნივერსიტეტი შესანიშნავი ახალგაზრდობით შეივსო. კურსდამთავრებულების თაობა კი ტოვებს უნივერსიტეტის კედლებს, ისინი გადიან ცხოვრების სხვა ასპარეზზე. სწორედ ეს რიტმი გამოარჩევს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს. თაობათა მონაცვლეობა ხომ პროგრესისა და წარმატების გარანტი გახლავთ. პირველკურსელებსა და კურსდამთავრებულებს მე მინდა ვუსურვო წარმატებები ცხოვრებაში და პირად საქმიანობაში. ძალიან ბევრია მათზე დამოკიდებული, მთავარი მაინც შრომა და მონდომებაა. მათ წინა აქვთ ყველაფერი. ეს ქვეყანა მათ უნდა ააშენონ, აფხაზეთი მათმა ახალგაზრდულმა შემართებამაც უნდა დაუბრუნოს თავის ბუნებრივ გარემოს. ამისთვის კი მუხლჩაუხრელი მუშაობა და სწავლაა უმთავრესი. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს კურსდამთავრებულებს, წარმატებული გზა ჰქონოდეთ მათ ყველა საქმეში, რომელსაც სამოღვაწეოდ აირჩევენ“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.