უახლესი ამბები

ობამა: თუ რუსეთი ამ გზას გაყვება, ვაშინგტონი სანქციებს გააუქმებს

24 09 2014 | ავტორი: admin
ობამა: თუ რუსეთი ამ გზას გაყვება, ვაშინგტონი სანქციებს გააუქმებს
გარესამყარო
0

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე ევროპაში რუსეთის აგრესია გაასამართლა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გააუქმებს სანქციებს, თუ მოსკოვი პოლიტიკურ კურს შეიცვლის.

„რუსეთის აგრესია გვახსენებს იმ პერიოდს, როდესაც დიდი ქვეყნები ტერიტორიებისთვის მცირე ქვეყნებს ჩაგრავდნენ“, – აღნიშნა ობამამ და დაამატა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული ბოლო გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა რათა კონფლიქტი დიპლომატიურად და მშვიდობიანად მოგვარდეს.
„თუ რუსეთი ამ გზას გაყვება, რამაც ცივი ომის შემდეგ რუსი ხალხი კეთილდღეობასთან მიყვანა, ჩვენ გავაუქმებთ სანქციებს და მივესალმებით რუსეთის როლს საერთო პრობლემების მოგვარებაში“- აღნიშნა ბარაკ ობამამ.

მომზადებულია www.gazeta.ru-ს მასალების მიხედვით.