უახლესი ამბები

ევროკავშირი – მოლდოვა: უვიზო მიმოსვლა გარკვეული პირობებით

30 04 2014 | ავტორი: admin
ევროკავშირი – მოლდოვა: უვიზო მიმოსვლა გარკვეული პირობებით
გარესამყარო
0

28 აპრილიდან მოლდოვის მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლა უვიზო გახდა. თუმცა მიუხედავად ამისა მათ შეიძლება მაინც დასჭირდეთ გარკვეული დოკუმენტების წარდგენა.

მოლდოვა დსთ-ის პირველი სახელმწიფოა, რომელსაც ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა დაუწესა. მოლდოვის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნა ყოველ 6 თვეში მაქსიმუმ 90 დღით შეეძლებათ. უვიზო რეჟიმი მათ შენგენის ზონის ქვეყნებში დასაქმების უფლებას არ აძლევს. საზღვრის კვეთისას აუცილებელი პირობაა ბიომეტრული პასპორტის ქონა, ხოლო გარდა ამისა მათ შეიძლება კიდევ დასჭირდეთ გარკვეული დოკუმენტების წარდგენა რომელთა შორისაა, ორმხრივი ბილეთი, ნაღდი ფული ან სამგზავრო ჩეკები, საკრედიტო ბარათები ან სტიპენდიის ცნობა, საგარანტიო ფურცელი ან მოწვევა.

ქვეყნების სია სადაც ვრცელდება უვიზო რეჟიმი

პირველი კატეგორიაა, შენგენის ზონაში შემავალი ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ანუ  ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდი, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

მეორე კატეგორიაა ევროკავშირის ქვეყნები რომლებიც ჯერ არ იმყოფებიან შენგენის ზონაში: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.

მესამე კატეგორიაა შენგენის ზონის ასოცირებული წევრები: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია.