უახლესი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

30 04 2014 | ავტორი: admin
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
პოლიტიკა
0

ვახტანგ ყოლბაია: „აფხაზეთის მთავრობას საქართველოს მინისტრთა კაბინეტისგან პრაქტიკულად აქვს სრული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ჩვენ აუცილებლად დევნილთა საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ“.

29 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს ინფორმაცია 2014 წლის I კვარტალში შესრულებული მუშაობის ანგარიშის შესახებ. მათ შორის, ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური მიმოხილვის შესახებ, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროების მიერ ხარჯების 10% -იანი შემცირება გამოვლინდა. ასევე წარმოადგინეს ინფორმაცია რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების მიერ 2014 წლის პირველ კვარტალში შესრულებული მუშაობის ანგარიში. აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიმდინარე წლის I კვარტლის წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით გამოვლინდა მათ მიერ მოზიდული მატერიალური აქტივების გამოყენების მიმართულება დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; სხდომაზე განიხილეს ძველი სტრუქტურების განახლებისა და ახალი პროექტების ამუშავების საკითხი.sxdoma 29.04 6

აფხაზეთის ა/რ მინისტრმა რეგიონალური მართვის საკითებში კონსტანტინე კუჭუხიძემ წარმოადგინა ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიების 2014 წლის პირველი კვარტალში ჩატარებული სამუშაოს შესახებ. დოკუმენტაციის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე, I ჯგუფის ინვალიდებზე, მარჩენალდაკარგულებზე, ომში დაღუპულთა ოჯახებზე, დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებზე, ოთხ და მეტ არასრულწლოვან წევრიან ოჯახებზე, 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და უნარშეზღუდულ ბავშვებზე 115 000 ლარი დაიხარჯა, აქედან 13 400 ლარი მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებზე გაიცა.

ვახტანგ ყოლბაიამ მთავრობის წევრებს ეფექტიანი და შედეგიანი პროექტების უმოკლეს sxdoma 29.04 5ვადებში შესრულებისკენ მოუწოდა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალური პროგრამების გააქტიურების საკითხებზე და მათი პრიორიტეტულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. განსაკუთრებით ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის სფეროებში. მანმინისტრებისაგან მეტი ყურადღება მოითხოვა სპონსორებისა და ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის საკითხებში. მისივე თქმით, საჭიროა მუშაობის გააქტიურება სხვადასხვა სამინისტროებთან და უწყებებთან, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის და რაღა თქმა უნდა, დევნილთა და განსახლების სამინისტროებთან. „აფხაზეთის მთავრობას საქართველოს მინისტრთა კაბინეტისგან პრაქტიკულად აქვს სრული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ჩვენ აუცილებლად დევნილთა საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ“.