უახლესი ამბები

პარლამენტი სადავო კანონპროექტს ცვლის

30 04 2014 | ავტორი: admin
პარლამენტი სადავო კანონპროექტს ცვლის
პოლიტიკა
0

რამდენიმე საათში პარლამენტში ბიუროს კიდევ ერთი სხდომა გაიმართება, რომელზეც ანტიდისკრიმინაციულ კანონს გაიტანენ.

დეპუტატები მანამდე ტექსტს შეცვლიან. შესწორდება მესამე მუხლი და საპატრიარქოს მოთხოვნით, პროექტიდან ამოიღებენ იმ სფეროების დეტალურ ჩამონათვალს, რომელ სფეროებზეც მომავლში კანონი უნდა გავრცელდეს.

გათვალისწინებული არ იქნება საპატრიარქოსა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ის მთავარი მოთხოვნა, რომლის გამოც მათ საკომიტეტო განხილვა პროტესტით დატოვეს – ანუ ტექსტში დარჩება 4 სადავო სიტყვა.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციატივას ოპოზიციაც დააყენებს. მათი მოთხოვნა ომბუდსმენის უფლებების გაზრდას და დაჯარიმების მექანიზმს ეხება.

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმაც.