უახლესი ამბები

თბილისში კინოფესტივალი „სესილი“ გაიხსნა

01 10 2014 | ავტორი: admin
თბილისში კინოფესტივალი „სესილი“ გაიხსნა
კულტურა
0

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „სესილი“ გაიხსნა. ფესტივალზე 75 მოკლემეტრაჟიანი ფილმია წარმოდგენილი, მათ შორის 31 ქართველი რეჟისორის ნამუშევარია.

ფესტივალი გუშინ დაიწყო და 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 6 ოქტომბერს ჟიური გამარჯვებულ ფილმს გამოაცხადებს. პრიზი „სესილი“ ოთხ ნომინაციაში გაიცემა.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი საქართველოში 2001 წლიდან ტარდება, სახელი კი ცნობილი ქართველი მსახიობის სესილია თაყაიშვილის პატივსაცემად ეწოდა.